სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მრავალშვილიანმა დედამ ქართულისა და ინგლისურის გამოცდები ჩააბარა - „ბავშვები რომ იძინებდნენ, მეცადინეობას მერე ვიწყებდი“
02-08-2023
-
+


„ყოველთვის მინდოდა უმაღლესი განათლება მიმეღო, რადგან, ვფიქრობ, რომ ყოველთვის იჩაგრება ქალი, რომელსაც დიპლომი არ აქვს“,- ამბობს 29 წლის ლელა ვანაძე, რომელიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. 

აბიტურიენტი etaloni.ge-სთან ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებას - გამოცდები ჩაებარებინა, საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ამ ყველაფერმა ის კი არ დააფრთხო, საბრძოლო განწყობა შესძინა - მიხვდა, რომ რაღაცები უნდა დაემტკიცებინა.

„ახლობლები მხარს მიჭერდნენ, გვერდით მედგნენ, მაგრამ საზოგადოებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა. ჩემზე სიუჟეტი მოამზადეს და როდესაც გავიდა, რამდენიმე ისეთი კომენტარი დაიწერა, მართლა გამიკვირდა, რომ დღეს ხალხი ასე ფიქრობს. ეწერათ, რა დროს სწავლაა, ბავშვებს მიხედოსო. ეს მე კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა, რადგან მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ოჯახური მდგომარეობა განათლების მიღებაში ხელს არ შემიშლიდა“,- ამბობს ლელა ვანაძე.

გამოცდებისთვის დიდი პასუხისმგებლობით ემზადებოდა, 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებსაც ყურადღება ყოველთვის სჭირდებათ, ამიტომაც მაშინ მეცადინებოდა, როდესაც ისინი იძინებდნენ. რაც შეეხება რეპეტიტორებს, მათთან საერთოდ არ უვლია. 

„3 არასრულწლოვანი შვილი მყავს, დილით სკოლაში რომ მიდიოდნენ, რა თქმა უნდა, მათ კვებაზე, მომზადებაზე უნდა მეზრუნა, დაბრუნებისასაც ანალოგიურად. გარდა ამისა, სპორტზეც დადიან. შემდეგ გაკვეთილების მომზადების ეტაპი იწყებოდა. პირველკლასელი შვილიც მყავს, რომლის სწავლაში მაქსიმალური ენერგია უნდა ჩამედო. მე ბავშვები რომ იძინებდნენ, მეცადინეობას მერე ვიწყებდი. პასუხების გაგებისას ჩემი შვილები ჩემზე ბედნიერები არიან.
გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, 9 კლასი დავამთავრე, სკოლიდან გამოვედი. ატესტატი შარშან ექსტერნად ავიღე. სკოლაში მართლა კარგი მოსწავლე ვიყავი, ამაზე მასწავლებლები ყოველთვის საუბრობდნენ“,- თქვა ლელა ვანაძემ. 

29 წლის აბიტურიენტმა ამჯერად ორი საგნის - ქართულისა და ინგლისურის ქულები იცის. მან ქართულში 32, ხოლო ინგლისურში 17 ქულა მიიღო. სწავლის გაგრძელება სამართლის მიმართულებით სურს, ჯერჯერობით, ფაკულტეტების ჩამონათვალში პირველი სწორედ ეს უწერია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება