სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენი სკოლის განვითარება უწყვეტად გაგრძელდება“- მაია ქობულია, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი
13-07-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე უწყვეტად ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ სწავლა-სწავლების პროცესი დახვეწოს. სიყვარულს გასცემს და სასკოლო საზოგადოებისგან იმავეს იღებს, რაც მოტივაციას აძლევს საკუთარ საქმეს ღირსეულად ემსახუროს და წვლილი შეიტანოს განათლებული თაობის ფორმირებაში. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია პასუხობს.

- ეს სასწავლო წელი იყო...

- საინტერესო, გამოწვევებით სავსე, როგორც სწავლა-სწავლების პროცესის დახვეწის, ასევე, არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი გზების მოძიების კუთხით.

სკოლაში გავხსენით ირმა ხეცურიანის სახელობის ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე „ირმის ნახტომი“, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცესთან ერთად ქმნის დიდ შესაძლებლობებს, როგორც საგაკვეთილო პროცესის შინაარსიანად წარმართვის მიზნით, ასევე, არასაგაკვეთილო დროის მიზნობრივად და საინტერესოდ დაგეგმვისთვის. განახლდა სკოლის ბიბლიოთეკა და შეივსო წიგნადი ფონდი.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- რომ ჩვენი სკოლის განვითარება უწყვეტად გაგრძელდება და რომ ისინი ჩვენი დიდი საყრდენი და მეგობრები არიან.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- ეცადე, იღვაწე, გიყვარდეს!

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- უმაღლეს სასწავლებელში ძალიან მაღალ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, არ მინდოდა დედას ენერვიულა და ყველაზე ძნელ პირველ გამოცდაში მიღებული მაღალი შეფასების შემდეგ გავუმხილე გამოცდების განრიგი. ცოდნა და შრომა, ყოველთვის გამოიღებს კეთილ ნაყოფს. შესაძლებლობები დღეს მეტია, გული მწყდება, რომ ჩვენ არ შეგვეძლო აგვერჩია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- რომ ისინი ჩვენი მზის ნატეხები არიან და სკოლა ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ იბრწყინონ!

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- „რა კარგია, რომ ჩვენს სკოლაში მოხვედით.“

- მოტივაციას მაძლევს...

- ყველა ახალი პროექტის მაღალ დონეზე განხორციელება, სასკოლო საზოგადოების კეთილგანწყობა და სიყვარული, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება