სიახლეები
ინტერვიუ

„ყველა საქმეს სიყვარულით, პასუხისმგებლობით ვაკეთებ“- მარინე ტაბატაძე, ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი
13-07-2023
-
+


ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე წლებია სასკოლო გარემოს განვითარებაზე, მოსწავლეთა მოტივირებასა და მათ წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. მისი ხელმძღვანელობითა და ინიციატივით, სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 


მარინე ტაბატაძემ etaloni.ge-სთან სასწავლო წელი შეაფასა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და სკოლის წარმატების საიდუმლო გაგვიმხილა. 

- როგორ შეაფასებდით 2022-2023 სასწავლო წელს? რა ღონისძიებები გაიმართა და რა ტიპის პროექტებში იყვნენ ჩართულები თქვენი მოსწავლეები?

- 2022-2023 სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო იყო. სკოლის დაარსებიდან, 60 წლისთავთან დაკავშირებით, უამრავ შიდასასკოლო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ღონისძიებებში, კონფერენციებსა და ვებინარებში ჩავერთეთ. სასკოლო კულტურის შემადგენელი ნაწილი გახდა მასწავლებლის დღის, იაკობობის, დედა ენის კვირეულის, დედამიწის დღის აღნიშვნა, სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალი, წარმატებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოება, გორის კეთილდღეობის ცენტრსა და „ჩვენ თბილ კერასთან“ მეგობრობა და სტუმრობა.

აღსანიშნავია „ქართული სივრცის“ დამფუძნებლის არიამ ლომთათიძისა და დედა ენის ჰიმნის კომპოზიტორის მაია მაჩაბელის სტუმრობა და ორდღიანი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა ჩვენს სკოლასა და ვარიანში. სტუმრებმა სკოლას საჩუქრად ელექტრონული დედა ენა და ჰიმნის დისკები გადმოსცეს. ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის დასტურად და მხარდასაჭერად, უამრავ სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობენ ჩვენი მოსწავლეები. ერთობლივად დავდივართ ლაშქრობებსა და შემეცნებით ექსკურსიებზე. მოსწავლეები მონაწილეობენ პატრიოტულ ღონისძიებებში და პატივს მიაგებენ გმირების მემორიალებს. შინდისის გმირების პატივსაცემად, ყოველწლიურად ვაწყობთ ლაშქრობას ყელქცეული-შინდისი და ყვავილებით ვამკობთ მათ საფლავებს... პროექტებიდან აღსანიშნავია: „მედიაწიგნიერება“, „ემპათია - ცხოვრების წესია“, „განათლება თაობებშია“, „მე მშვიდობის ელჩი ვარ“, „ფორუმთეატრი“, „ჩვენ გვიყვარს თოჯინების თეატრი“, სპექტაკლები ინგლისურ ენაზე... ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ქვეყნის გლობალურ პროექტებში - „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“...

- აღსანიშნავია, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მეორე კლასში ჭადრაკის საგანი სავალდებულო იქნება, წელს პირველ კლასში თქვენთან თუ ისწავლებოდა ჭადრაკი, რა შედეგებზე გავიდნენ მოსწავლეები და ზოგადად, ხედავთ თუ არა ჭადრაკის სწავლების საჭიროებას დაწყებით კლასებში?

- პროექტი „ჭადრაკი სკოლაში“, ჩემი ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში განვახორციელე. ჩართული მყავდა ყველა მოსწავლე, ვინც ფიგურებს ცნობდა და სვლები იცოდა. სტუმრად მოვიწვიე დიდოსტატი, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი სენიორებს შორის ქალბატონი ციალა ქასოშვილი და ჩავატარეთ პირველთანრიგოსანი მოჭადრაკის, ყელქცეულელი მერაბ ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სასკოლო ტურნირი. გორში აღნიშნული ტურნირი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. 2011 წლიდან წელიწადში ორჯერ ვატარებთ აღნიშნულ ტურნირს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩემი დამოკიდებულება ჭადრაკის მიმართ უფრო გაღრმავდა. ჩაბარებული მაქვს როგორც პირველი, ასევე მეორე კლასის გამოცდა, ვასწავლი სკოლაში და ჩამოყალიბებული მაქვს ჭადრაკის წრე „მეფე“, რომელშიც გაერთიანებულია ყველა დაინტერესებული მოსწავლე. წელს, ვაპირებთ თანრიგისთვის ბრძოლას.

- თითქმის დასრულდა პირველკლასელთა რეგისტრაციაც, რამდენ პირველკლასელს ელოდებით მომავალი სასწავლო წლისთვის, რამდენად ხართ მზად ინფრასტრუქტურულად ამისთვის და ზოგადად, როგორც ხვდებით ხოლმე სწავლის პირველ დღეს პირველი კლასის მოსწავლეებს?

- წელს 10 პირველკლასელი შემოაღებს ჩვენი სკოლის კარს. განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში ვხვდებით პატარებს, კლასს და შესასვლელ კარებს ლამაზად ვრთავთ, ყველა მოსწავლეს სასაჩუქრე წიგნების ნაკრები და ბუკები მერხზე ხვდებათ. შარშან „ეტალონის“ გამოგზავნილი საჩუქარი ორ მოსწავლეს გადაეცა. ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, მაგრამ სკოლის და თანამშრომლების ძალისხმევით, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად, მოწესრიგებულად შევხვდეთ ყოველ ახალ სასწავლო წელს.

- თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სკოლას წარმატებული მოსწავლეები ჰყავდეს და რამდენად ახერხებთ ამას?

- წარმატების მზა ფორმულა არ მქონია. ყველა საქმეს სიყვარულით, პასუხისმგებლობით, შრომით, სიახლეების მიმღებლობით, პოზიტიური კომუნიკაციით, სიშვიდის შენარჩუნებით, თვითგანვითარებაზე ზრუნვით, კვალიფიციური გუნდით, ზრუნვით, სამართლიანობით, გუნდურობით, ვაკეთებ... ვცდილობ ეს დამოკიდებულება გარშემო მყოფებისთვის გადამდები გავხადო, საკუთარ ჩვევაში გადასული ქმედებებით. ჩვენ, სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი, ერთად ვქნით ჩვენი საშობლოს უკეთეს მომავალს. ესაა ჩვენი სკოლის წარმატების ფორმულა, რაზეც ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების წარმატებები მეტყველებს.

- როგორც დირექტორისთვის, რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

- ჩვენი აქტიური სასკოლო ცხოვრება, მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებებზე ზრუნვა, აღიარება უწყვეტი პროცესია და შვებულებაში ყოფნის დროსაც კი აქტიურად ვარ ჩართული მათ ყოველდღიურობაში. ზოგადად, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, ჰუმანური პედაგოგიკის დანერგვა სკოლაში, ჩემთვის მოტივატორი და უდიდესი პასუხისმგებლობლობაა.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მიეცით მეცამეტე ხელფასი პედაგოგებს და პენსია სტაჟის მიხედვით... დამრიგებლობის დანამატიც მოამატეთ“ - მასწავლებლების გამოხმაურებები

ცნობილია, ახალი სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტის მარშრუტები თბილისში - დეტალები

რომელ პედაგოგებს უნდა მიანიჭონ პრიორიტეტი სკოლებმა - სამინისტროს რეკომენდაციები

რა შემთხვევაში არ აქვს ბაღის დირექტორს ხმის უფლება - კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ

სკალირებული ქულის გამოთვლა და გათანაბრება - შედეგების გამოქვეყნებისას ეს უნდა იცოდეთ

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება