სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„მიღწეული წარმატების დაფასება მნიშვნელოვანია“- ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები დააჯილდოვეს 
05-07-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის პირველი პერიოდი დასასრულდა. მის ფარგლებში, მიმდინარე წლის მაისიდან, 27 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის, შემაჯამებელი ღონისძიება, დისტანციურ რეჟიმში, 12 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება.

ბოლოს, კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების მიხედვით, „ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. კონკურის თანაორგანიზატორები მერია და საგანმანათლებლო რესურსცენტრი იყვნენ. 

მუნიციპალიტეტის მერიაში პირველი სამეულის დაჯილდოება გაიმართა. მათ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა სპეციალური სახელობითი დიპლომები გადასცა, გარდა ამისა, მოსწავლეები მერიისგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

გაიმართა შეხვედრაც, რომელსაც გოჩა ტყეშელაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მერიის წარმომადგენლები, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. მათ სამომავლო გეგმებზე, იდეებსა და ზოგადად, განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, რასაც etaloni.ge-სთან საუბარში მონაწილე პირები ერთხმად აღნიშნავენ. 

როლანდ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი:


„ეტალონი“ რომ ძალიან წარმატებული პროექტია, ამას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ. ამ ინტელექტ-ჩემპიონატს მხოლოდ მივესალმები, წლებია, რაც „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, მათ კიდევ ერთხელ ვულოცავ. ჩვენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, დირექტორებთან და პედაგოგებთან ვისაუბრეთ, მხარდაჭერა აღვუთქვით. გაიმართა ღონისძიება, სადაც მოსწავლეები დაჯილდოვდნენ როგორც დიპლომებით, ისე ფასიანი საჩუქრებით.

ამირან ცინცაძე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:

„ეტალონში“ ჩართული ბავშვები ძალიან დაინტერესებულები და მოტივირებულები არიან. ეს თითოეული მათგანისთვის უდიდესი გამოცდილებაა. გაიმართა შეხვედრა, სადაც მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, იყო ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც ბევრ საკითხზე, მათ შორის „პირველკლასელთა აკადემიაზე“ ისაუბრა. ამ კონკურსს მივესალმები, მისი საშუალებით, ტალანტების აღმოჩენაა შესაძლებელი. „ეტალონს“ ყველანაირად მხარს ვუჭერ და ნებისმიერ დროს გვერდით დავუდგები.

დურმიშხან შავიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: 

მოსწავლეებისთვის დაჯილდოება, რასაკვირველია, მამოტივირებელი იყო. მათთვის მიღწეული წარმატების დაფასება მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. ადგილზე მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც იმყოფებოდნენ, ისინი დაჯილდოების პროცესში ჩართული იყვნენ. რაც შეეხება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“, ის ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ზოგადად, მასში მოსწავლეების ჩართულობა დიდია.

ეკატერინე ქაჯაია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი:

შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, დადებითი მუხტი იგრძნობოდა. ბავშვები ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რადგან საშუალება მიეცათ, რომ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილისთვის მადლობა პირადად გადაეხადათ. ახალგაზრდებს მხარდაჭერა როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ისე საკრებულოს თავმჯდომარემაც აღუთქვეს. შეხვედრას საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. სამომავლო გეგმებსა და იდეებზე ვისაუბრეთ. „ეტალონს“ წლებია მხარს ვუჭერთ, მოსწავლეებს ამ კონკურსის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება აქვთ.

ნათია ბარამიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი:

„ეტალონის“ მიმართ ყოველთვის კარგად, დადებითად ვიყავით განწყობილი. ის ხელს უწყობს ახალგაზრდებს, რომ ნიჭი, შესაძლებლობები გამოავლინონ. მათ არსებული ცოდნა უფასდებათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდები წავახალისოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მოსწავლისთვის ნათელი უნდა იყოს, რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ცოდნა და ნიჭი საზოგადოებისთვის. მერიაში მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, მერის კაბინეტში შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც მშობლები და დამრიგებლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა, მოწვეული სტუმრებიც კმაყოფილები იყვნენ.

გოჩა გათენაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორი:

მერიაში გამართული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამან მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას ხელი შეუწყო. ზოგადად, „ეტალონი“ ახალგაზრდებს ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს და მომავალ „ეტალონ მოსწავლეებს“ აყალიბებს. აღსანიშნავია, რომ მათე გათენაძე მიმდინარე სასწავლო წელს 9 ქულით შეფასდა, თუმცა გამარჯვების შემდეგ როდესაც გავესაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ საკუთარი ქულით უკმაყოფილო იყო - მან იგრძნო, რომ უფრო მეტი შეეძლო. მისი წარმატება თანატოლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დაჯილდოების ცერემონია კარგად წარიმართა. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის გვერდით დგომა სასიამოვნო იყო, ამ დროს პასუხისმგებლობა იზრდება. ღონისძიებაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული.

მათე გათენაძე, „ქედის ეტალონი მოსწავლე“ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა:

მერიაში დიპლომი გადმომცეს, რაც ძალიან გამიხარდა, კარგი გრძნობა იყო. ჩემთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო, ინფორმაციული იყო. ახლა ფინალური ეტაპისთვის ვემზადები, კარგი განწყობა მაქვს. ვეცნობი სხვადასხვა სახის ლიტერატურას. არ მგონია ტესტები ისეთი რთული იყოს, რომ თავი ვერ გავართვა. მუნიციპალური მასშტაბით გამარჯვებამ კი თავდაჯერებულობა შემმატა.

მარინე დიასამიძე, „ეტალონი მოსწავლის“ მშობელი:

აღნიშნული შეხვედრა ძალიან კარგი იყო, რადგან მოსწავლეების მოტივაციაზე დადებითად აისახა. მათ განვითარებაზე ხელისუფლება და „ეტალონი“ ნამდვილად ზრუნავენ. მათი ნიჭი არ იკარგება, ამიტომაც კმაყოფილი ვარ. ჩემი შვილის წარმატებაც დაფასდა, რითაც მოხარული ვარ. ის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, ისე ცოტას ნერვიულობს. ვფიქრობ, თავს კარგად გაართმევს.

პაატა აბაშიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მე-11 კლასში სულ 4 მოსწავლე მყავდა და „ეტალონში“ ოთხივე ჩაერთო. ორმა ძალიან კარგი შედეგი დადო. მათგან ერთი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მე-2 ადგილზე რომ გავა, რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნო და საამაყოა. ის მერიაში დაჯილდოვდა, გარდა ამისა, მოსწავლეებს საჩუქრები სკოლაშიც გავუკეთეთ. მერიაში გამართული ღონისძიება საკმაოდ საინტერესო იყო. მათ მერი და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილიც ესაუბრნენ. მოსწავლეებს უთხრეს, რა უნდა გაითვალისწინონ, რას მიაქციონ ყურადღება. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

მარინა ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია, რომელიც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს. ეს მათ მოტივაციასა და თავდაჯერებულობას უზრდის. თავად დაჯილდოების ღონისძიება და გამართული შეხვედრა, ახალგაზრდებისათვის საკმაოდ საინტერესო იყო. ამისთვის კი მერიასა და „ეტალონს“ მადლობას ვუხდი.

ანრი მამუჭაძე, ქედის მეორე ადგილოსანი მოსწავლე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლა:

მეორე ადგილის დაკავებას ნამდვილად არ ველოდი. ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან კარგად ორგანიზებული პროექტია, რომელიც მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მე მასში შარშანაც ვმონაწილეობდი, მეორე ეტაპზე გადავედი. დაჯილდოების ცერემონიაზე ვიყავი, დიპლომის გადმოცემაც საკმაოდ ემოციური იყო. ამ ყველაფერმა თავდაჯერებულობა შემმატა. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, დრო ძალიან ნაყოფიერად გავატარეთ.

ნოდარ მამუჭაძე, მეორე ადგილოსანი მოსწავლის მშობელი:

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი კონკურსია. მთავარია, ბავშვებმა მოინდომონ და წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ამაში სახელმწიფო და „ეტალონი“ ნამდვილად ხელს უწყობენ. მე ჩემი შვილის შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიპლომით დაჯილდოებამ მისი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. „ეტალონი“ ახალგაზრდებს ბიძგს აძლევს, რომ თავი გამოიჩინონ და წარმატებულები იყვნენ.

მზია ბოლქვაძე, ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის პედაგოგი:

შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციური იყო, კმაყოფილი დავრჩი. ადგილზე, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენი მოსწავლე არ იყო. მისი წარმატება, ჩვენი - მთელი სკოლის წარმატებაა, ამით გახარებული ვართ. „ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია. მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები არიან, ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევათ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი წიგნებს უბრუნდებიან და სხვადასხვა უნარს ივითარებენ. ონლაინ ფორმატიც კარგია, პანდემიის შემდეგ, კონკურსი სწორედ ასე მიმდინარეობს. მოსწავლეებს ხელი მერიამაც შეუწყო და დააჯილდოვა. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა.


კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:

რუბრიკა „ეტალონი“

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
შეფასების ერთიან პრინციპებზე საბჭოს შეხვედრა ჩატარდა - დეტალები
სამინისტრო 10 სკოლას შეარჩევს - მინისტრი დეტალებზე
მასწავლებლის შეფასება, გაკვეთილის ჩატარება - კიდევ რა ეკრძალებათ ფასილიტატორებს
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა პროექტზე პედაგოგ მარიამ მამაიაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაყვალა ანანიძემ, სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის - „ლამპარი“,  წევრებთან ერთად ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა

მოსწავლეები და მასწავლებლები დიდი მონდომებითა და მაღალი პასუხისმგებლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება