სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეების წარმატებები დასტურია, რომ ჩვენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და ღირსეული მოქალაქეები აღვზარდეთ - დირექტორები კურსდამთავრებულებზე საუბრობენ
30-06-2023
-
+


2 დღეში ერივნული გამოცდები დაიწყება და აბიტურიენტები ოჯახის წევრებს მალე გაახარებენ ტესტირების შედეგებით; თუმცა ახლობლების გარდა, კურსდამთავრებულთა საგამოცდო ქულებს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებიც მოუთმენლად ელიან- დირექტორებმა, მასწავლებლებმა ხომ კოლოსალური შრომა ჩადეს, რათა მათ უსაყვარლეს მოსწავლეებს მიეღოთ საფუძვლიანი განათლება.

რამდენი კურსდამთავრებული ჰყავთ და რამდენი მოსწავლე გააცილეს როგორც უმაღლეს სასწავლებელში ასევე სხვა სკოლაში? - etaloni.ge-ს საბაზო და საშუალო სკოლების დირექტორები ესაუბრებიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ბეითარაბჩის საჯარო სკოლამ 9 მოსწავლეს დაულოცა გზა ახალ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებაში. როგორც დირექტორი, დოლხან ალიევი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, 9 ბავშვმა დაასრულა საბაზო საფეხური და როგორც ბატონი დოლხანი განმარტავს, სკოლამ დიდი რესურსი ჩადო თითოეულ ბავვშვი, რომლებმაც ზუსტად იციან განათლების ფასი და ისიც, რომ სწორედ ცოდნაა წარმატების საწინდარი.

დამიაგეორარხის საჯარო სკოლის   ხელმძღვანელის, ფარმან გურბანოვის თქმით მალე 26 მეთორმეტეკლასელი მიშურებს საგამოცდო ცენტრებს. ბავშვებზე მუდმა მზრუნველი დირექტორი თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ სკოლის მისიაა, არა მხოლოდ განათლება მისცეს ბავშვებს, არამედ ღირსეულ მოქალაქეებად აღზარდოს ისინი.

ილმაზლოს საჯარო სკოლა, 2022-2023 სასწავლო წელს, 9 მოსწავლემ დაასრულა და დირექტორის - ფაიაზ ველიევის თქმით, მუდამ პროფესიულ წინსვალზე მზრუნველ ადგილობრივ მასწავლებლებს თავი არ დაუზოგავთ, რათა თითოეული მათგანი ეზიარებინათ განათლების, წიგნიერების საფუძლებისთვის. ქესალოს საჯარო სკოლის დირექტორის, ნურადინ ისმაილოვის თქმით, წელს სკოლა 17-მა მოსწავლემ დაამთავრა და მათ შორის, 11-მა უმაღლესი განათლების მიღება გადაწყვიტა. ბატონი ნურადინი ამაყობს საკუთარი მოსწავლეებით და უსურვებს მათ წარმატებას ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.
კიროვკის საჯარო სკოლა საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ 5 მოსწავლეს დაემშვიდობა და სკოლის ხელმძღვანელის, ხაზეინ მუსაევის განმარტებით, ისინი სადახლოს N1 საჯარო სკოლაში განაგრძობენ სწავლას. 

კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა, მასიმ აივაზოვმა, etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ წელს 12 კურსდამთვრებული გააცილეს სკოლიდან და სიამაყით ისიც დასძინა, რომ თორმეტივემ აირჩია გზა უმაღლესი სასწავლებლისკენ; ბატონი მასიმის თქმით, სკოლის წვლილი დიდია იმაში, რომ ბავშვებმა იიან განათლების ფასი და ამ მიმართულებით განაგრძობენ სვლას.

5-მა მოსწავლემ დაასრულა საბაზო საფეხური იმირის საჯარო სკოლაში და დირექტორმა, სალმინაზ ალიევამ განმარტა, რომ ისინი საშუალო განათლებას სხვა ზოგადსაგანამათლებლოდ აწესბულებაში მიიღებენ. ერთადერთი კურსდამთავრებული ჰყავდა ალავარის საჯარო სკოლას, რომელმაც საბაზო საფეხური დაასრულა და დირექტორის, მულქადარ ისმაილოვის თქმით, მომავალი - 2023-2024 სასწავლი წლიდან,  მარნეულის N1 საჯარო სკოლაში ისწავლის. 

33 კურსდამთავრებული ჰყავს ალგეთის N1 საჯარო სკოლას; დირექტორი  - მუსა ომაროვი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას პასუხისმგებლიანი, ღირსეული მოქალაქეები აღუზარდეს და სჯერა, რომ თითოეულ მათგანს უამრავი წარმატება ელის ცხოვრების ახლ ეტაპზე. 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური ორმა მოსწავლემ დაამთავრა და დირექტორის, აზარ გეიდაროვის განცხადებით, ისინი არაერთ წარმატებას მიღწევენ, რადგან სკოლაში ყოველთვის ზრუნავენ მოსწავლეთა განვითრებასა და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე;

8 კურსდამთავრებული ჰყავს წალკის მუნიციპალიტეტის, ბურნაშეთის საჯარო სკოლას და მისი დირექტორი მგერ ტოროსიანი თითოეულ მათგანს უამრავ წარმატებას უსურვებს ცხოვრების ახალ და ძალიან საინტერესო ეტაპზე

გიამბობთ კიდევ ერთ სკოლაზე, რომელიც საბაზოა, წალკის მუნიციპალიტეტში, წინწყაროში მდებარეობს და წელს არც ერთი კურსდამთავრებული არ ჰყავს.

ხელმძღვანელი, ანტეი ტერსენოვი etaloni.ge-სთან გულისტკივილს არ მალავს ადგილობრივი მსოახლეობის მიგრაციის გამო, თუმცა დასძენს, რომ მიუხედვად იმისა, სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ადგილობრივი მასწავლებლები საკუთრ პროფესიულ წინსვლაზეც უწყვეტად ზრუნავენ და არც თავს ზოგავენ, ბავშვებს მისცენ საფუძვლიანი განათლება. წინწყაროს სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებით ამაყია, როდესაც საკუთარი კურსდამთვრებულების წარმატებებზე იღებენ ინფორმაციას, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა - მათ შრომას, თავდადებას უკვალოდ არ ჩაუვლია და ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები აღუზარდეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება