სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„პროექტში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ“ - ქედის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა
22-06-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მრავალი წელია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, შესაძლებლობების წარმოჩენასა და წახალისებაზე ზრუნავს. მისი მთავარი მიზანია, მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება.

ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან მონაწილეობენ.

2023 წლის გაზაფხულის სეზონი დისტანციურ რეჟიმში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ამჯერად კონკურსის პირველი ეტაპი ქედის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა, რომელშიც მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი გადაეცათ. 

მოსწავლეები, რომლებმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს, ერთმანეთს მეორე ეტაპზე, „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისათვის შეეჯიბრებიან.

Etaloni.ge-სთან, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მნიშვნელობისა და მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები საუბრობენ:

მერაბ დევაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონისთვის“ ბავშვები წინასწარ ემზადებოდნენ, მათ პედაგოგები ამეცადინებდნენ. ისინი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და თავი გაართვეს. რაც შეეხება კითხვებს, ვფიქრობ, არ იყო რთული, მაგრამ არც მარტივი ყოფილა.

ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი - კარგად ორგანიზებული და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული. 

რემზი თურმანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეებიდან 1 გადავიდა მე-2 ტურში. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი „ეტალონში“ - ემზადებიან და მასში ენთუზიაზმით მონაწილეობენ. ახლაც, ვფიქრობ, მე-2 ტურისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. პედაგოგიც აქტიურად მუშაობს, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ.

რაც შეეხება „ეტალონს“, ეს პროექტი ძალიან მაღალი დონისაა, ყველაფერი შესანიშნავადაა  მოფიქრებული და ბავშვებისთვის სტიმულის მიმცემია. 

მურმან კონცელიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის 1-ელმა ტურმა კარგად ჩაიარა. ჩვენი სკოლიდან, 2 მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. წინასწარ მეცადინეობდნენ და მოტივაციაც მაღალი ჰქონდათ. ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით არიან პროექტში ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ ისინი ამ კონკურსის მიმართ დიდი პასუხისმგებლობით არიან განწყობილნი.

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო, ახალგაზრდების ცოდნის წარმოჩენასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტია. 

თამარ აბულაძე, ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვებმა, სკოლაში, 1-ელი ეტაპის ტესტირება მეთვალყურეობის ქვეშ გაიარეს. ჩვენი სკოლიდან, 13 მოსწავლე გადავიდა „ეტალონის“ მე-2 ტურში.

კონკურსისთვის ბავშვები წინასწარ, ინდივიდუალურად მეცადინეობდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ პირველივე ტურზე ეძლევათ მოსწავლეებს სიგელი ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია მათთვის. ეს სიგელები შემდგომ ბავშვებს სკოლაში მოაქვთ, რომლებსაც თვალსაჩინო ადგილზე ვაკრავთ. ასე მათ მოტივაცია უმაღლდებათ.

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ახალგაზრდების უნარების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ისინი სწრაფად აზროვნებას ეჩვევიან და საჭირო უნარებს, გამოცდილებას იძენენ. ეს კი მათ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.



იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება