სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„სკოლამ მათ იმდენი ცოდნა მისცა, რომ ნერვიულობის საბაბი არ უნდა ჰქონდეთ“ - დირექტორები აბიტურიენტების შესახებ საუბრობენ 
22-06-2023
-
+


საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი დასრულდა. მშობლურ სკოლასა და პედაგოგებს კურსდამთავრებულები დაემშვიდობნენ, ხოლო სხვა მოსწავლეებმა წინ კიდევ ერთი კლასით წაიწიეს. როგორც დირექტორები ამბობენ, აკადემიური წელი განსაკუთრებით ამაღელვებელი სწორედ მე-12 და პირველი კლასის მოსწავლეებისთვისაა. ისინი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადებიან - აბიტურიენტები გამოცდებს აბარებენ, ხოლო პატარა მოსწავლეები პირველ ნაბიჯებს დგამენ. 

მართალია, სკოლები საყვარელ კურსდამთავრებულებს დაემშვიდობნენ, თუმცა მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელებს დიდი სიყვარულით ელოდებიან და შეიძლება ითქვას, რომ სამზადისიც დაწყებული აქვთ. etaloni.ge სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, მათ აბიტურიენტებს რჩევები მისცეს და 2023-2024 აკადემიური წლისთვის მოსალოდნელ პირველკლასელთა რაოდენობაზეც ისაუბრეს.

ნატო ჩახუნაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორის საჯარო სკოლის დირექტორი:


ჩვენი სკოლა საბაზოა, ამიტომ აბიტურიენტები არ გვყავს. ზოგადად კი ვურჩევდი, მეტი იმეცადინონ და გამოცდებს პასუხისმგებლობით მიუდგნენ. რაც შეეხებათ მომავალ პირველკლასელებს, ახალ სასწავლო წელს 8 მოსწავლე შემოგვიერთდება. რადგან სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ეს რაოდენობა ჩვენთვის დიდია. ახლაც, 10 პირველკლასელი გვყავდა, მათ „ანბანის გაცილება“ მოვუწყვეთ, ექსკურსიაზეც იყვნენ. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ მათთვის სხვადასხვა ღონისძიება მოვაწყოთ.

ნუგზარ ჩალათაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლის დირექტორი:

მომავალ სასწავლო წელს 10 პირველკლასელი გვეყოლება. ახლა მე-12 კლასი 6-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 2 აბიტურიენტია. მათ, რასაკვირველია, წარმატებას, ცხოვრებაში წინსვლასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ - მთავარი ესაა. აღსანიშნავია, რომ პირველკლასელების მისაღებად განსაკუთრებულად ვემზადებით, კლასს საზეიმოდ ვრთავთ, წიგნებს მაგიდაზე ვულაგებთ და სადღესასწაულო განწყობას ვუქმნით.

გიორგი რამიშვილი, ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩვენ მაღალმთიან რეგიონში ვართ, მომავალ სასწავლო წელს მხოლოდ 1 პირველკლასელი გვეყოლება. რაც შეეხებათ კურსდამთავრებულებს, სკოლა სამმა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 2 მისაღებ გამოცდებს აბარებს. სკოლაში მათ კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ და ვუსურვებ, რომ იმედები გაემართლებინოთ. ისინი გამოცდებისთვის მომზადებულები არიან, მეცადინეობდნენ, საკუთარ თავზე მუშაობდნენ და პედაგოგებისგან საჭირო დავალებებს იღებდნენ. აბიტურიენტებს ვუსურვებ, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალები გახდნენ.

პლატონ ბურძგლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ, ცოდნა გამოევლინოთ. ახლა მიმართულებები არჩეული აქვთ, თუმცა ქულების გაგების შემდეგაც შეუძლიათ რაღაცები შეცვალონ. ამიტომ, ვუსურვებ, რომ არჩევანი სწორად გაეკეთებინოთ. ზოგადად, მომხდარა ისეც, რომ გამოცდები გადაულახავთ და არასწორად დალაგებული პრიორიტეტების გამო, უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვედრილან. რაც შეეხება მომავალ პირველკლასელებს, 6-7 მოსწავლე გვეყოლება. ახლა ვინც დაამთავრა პირველი კლასი მათთვის ღონისძიება გავმართეთ და ამაღლებული განწყობით დავემშვიდობეთ მომავალ სასწავლო წლამდე.

ზაურ პავლიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ აბიტურიენტები არ გვყავს, რადგან ჩვენი სკოლა საბაზოა. ზოგადად კი, ყველა აბიტურიენტს გამოცდების ჩაბარებასა და ცხოვრებაში წინსვლას ვუსურვებ. მომავალ სასწავლო წელს ვფიქრობ, 5 პირველკლასელი დაგვემატება. აღსანიშნავია, რომ საინტერესო ღონისძიება ახლანდელ პირველკლასელებსაც მოვუწვეთ და სკოლიდან სექტემბრამდე გავაცილეთ.

თამარ ჩიხლაძე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს აბიტურიენტებს სასურველ ფაკულტეტებზე მოხვედრას და წარმატებას ვუსურვებ. აუცილებელია, რომ საკუთარი თავის სჯეროდეთ. სკოლამ მათ იმდენი ცოდნა მისცა, რომ ღელვისა და ნერვიულობის საბაბი არ უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება პირველკლასელებს, 2023-2024 წლისთვის 17 მოსწავლეს ველოდებით. აღსანიშნავია, რომ ვინც ახლა მე-2 კლასში გადავიდა, მათთვის ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი ღონისძიება მოვაწყვეთ. 

თამარ ბურჭულაძე, მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი: 

პირველ რიგში, ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ, დასახული მიზნები ასრულებოდეთ და საქართველოსთვის კარგი მოქალაქეები ყოფილიყვნენ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ამიტომ მომავალი სასწავლო წლისთვის 3 პირველკლასელს ველოდებით. ჩვენ რემონტი გვაქვს, სხვა სკოლაში ვართ, ამიტომ პირველი კლასის მოსწავლეებისთვის მცირე გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოვაწყვეთ. მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს. ჩვენი სკოლის რემონტის დასრულებას ველოდებით და შემდეგ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს გავმართავთ.

ნინო მეხრიშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს 7 აბიტურიენტი გვყავს, თითოეულ მათგანს კი, რა თქმა უნდა, საკუთარი მიზნების მიღწევას ვუსურვებ. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდების განმავლობაში სიმშვიდე შეინარჩუნონ. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თითოეული მათგანი, მათ შორის ჩემი შვილიც, წარმატებას მიაღწევს.

სექტემბრისთვის 9 პირველკლასელს ველოდებით. აღსანიშნავია, რომ ისინი სასწავლო წლის ბოლოს სკოლაში სტუმრად გვყავდნენ. მომავალი პირველკლასელები ბაღიდან მოვიწვიეთ და სასკოლო გარემო გავაცანით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ს იტალიის ქალაქ ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UniNa) დელეგაცია, რექტორის, პროფესორ მატეო ლორიტოს ხელმძღვანელობით ეწვია

მასწავლებელთა ახალი სტანდარტი დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების პედაგოგებს ეხება

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების მშობელთა პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა“

თოვლი, სეტყვა, ელჭექი... - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

უმაღლესი განათლების მქონეთა დასაქმების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე მხოლოდ ზოგადი განათლების მქონე პირების - სტატისტიკა 15-29 წლის დასაქმებულ პირებს ეხება

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

ამ საქმის სულისჩამდგმელი მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი), იმხანად დეკანოზი დავითი გახლავთ

მოზარდები მათ ინტერესებზე მორგებულ სახალისო  აქტივობებში სიამოვნებით ერთვებიან

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი

საინტერესო

როგორ შეუძლია მასწავლებელს სწავლის განსხვავებული მიდგომების ერთ გავკეთილზე გამოყენება? 

მოსწავლეები ბევრად უფრო მოტივირებულები არიან, მათ ინტელექტუალურ თავსატეხებში წარმატების მიღწევა და მათი ბოლომდე ამოხსნა სურთ

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

სიახლეები
საზოგადოება