| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ლიტერატურული კლუბი, რომლის ხელმძღვანელიც მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობს.
„ორი დღე ინტერნეტის გარეშე!“ - ეს იყო მთავარი დევიზი ლაშქრობისა, რომელიც სკოლის ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელმა - ირინე ბერაძემ განახორციელა.
ლაშქრობა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრთან არსებულ ტურისტულ ჯგუფ „მოხეტიალებთან“ ერთად დაიგეგმა.
„ორი დღის განმავლობაში, ჩვენი სკოლის X-XI კლასების მოსწავლეებმა დალაშქრეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება“, - გვიყვებიან სკოლაში.
მათ საინტერესო ადგილები მოინახულეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.
ბავშვებმა, ასევე, აღნიშნულ დღეს მუსიკალური ნომრები - სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ამ ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების მოწყვეტა ინტერნეტ სივრციდან დროებით მაინც და კიდევ ერთხელ იმის გაცნობიერება, რომ არაფერი შეედრება რეალურ ურთიერთობებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა