სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ქალაქი სულ სხვა ფერია!“ - ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ მუზეუმში ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს
09-06-2023
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის IV ბ კლასის მოსწავლეებმა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ლიტერატურული კომპოზიცია - „ჩემი ქალაქი სულ სხვა ფერია!“ წარადგინეს. 

სკოლის დირექტორი: სალომე სარალიძე, კლასის პედაგოგი კი - ლელა ავალიანი გახლავთ.

„ქუთაისი ოაზისია გამორჩეული და ღირსეული ადამიანებისა, რომელთაც  წარუშლელი კვალი დატოვეს ქალაქის ისტორიაში. ამ ქალაქში დააბიჯებდნენ დიდი ადამიანები, რომელთა ისტორიები და ცხოვრების წესი აუცილებელია, იცოდეს მომავალმა თაობამ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დამსწრე საზოგადოების თვალწინ გააცოცხლეს მე-20 საუკუნის ქუთაისი. წარმოადგინეს იმ ეპოქის დიდი ადამიანების - პაოლოს, ტიციანის, გალაკტიონის, ოლია ოკუჯავას, მიტროფანე ლაღიძის, დები იშხნელების, მელიტონ ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიშვილისა და სხვათა  საინტერესო ისტორიები.

„ისინი მოეფერნენ მათი სკოლიდან აფრენილ კორიფეებს. ისაუბრეს იმ ღირებულებებსა და ტრადიციებზე, რომლებიც ქუთაისის ღირსების საზომს წარმოადგენს. გაიხსენეს ებრაელი ხალხის ქუთაისში ცხოვრების საუცხოო ეპიზოდები“, -  გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამაღელვებელი იყო ბავშვების შესრულებული სიმღერები ქუთაისზე.

მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„პატარა მსახიობებმა საოცარი ნიჭიერებით შეძლეს და დამსწრე საზოგადოებას თვალწინ გადაუშალეს ქალაქის დიდებული ისტორია. ღონისძიება გახლდათ აკადემიზმის, მეტყველების, პროფესიონალიზმის საოცარი თანხვედრა. მშობლიური ქალაქის, სამშობლოს, პოეზიის სიყვარულს სწორედ მსგავსი ღონისძიებებით ეყრება საფუძველი“, - ამბობენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება