სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები „გააცოცხლეს“ 
08-06-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, IX კლასში პროექტი - „გაცოცხლებული სურათები“, განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პროექტში ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

ბავშვებმა, თემის და მიზნის გაცნობის შემდეგ მათთვის საყვარელი მხატვარი აირჩიეს, მის ბიოგრაფიას, შემოქმედებას და ცხოვრების საინტერესო დეტალებს გაეცნენ.

მხატვართა ნამუშევრებიდან, მოსწავლეებმა პორტრეტები შეარჩიეს, რომლებიც გააცოცხლეს.

მოსწავლეები სიღრმისეულად აკვირდებოდნენ ნახატში გადმოცემულ თითოეულ დეტალს: ხაზს, ფერს ფორმას, პერსონაჟის ემოციას -განცდებს. მათ გადაიღეს ფოტოები და ასევე ნამუშევრები შექმნეს, შერჩეული მხატვრების ნიმუშების სტილში.

პროექტის პრეზენტაციისას, მოსწავლეებმა მსმენელებს გააცნეს ავტორის შემოქმედება და ისაუბრეს ნამუშევარზე რომელიც „გააცოცხლეს“.

პრეზენტაცია მოსწავლეთა თვითშეფასებით დასრულდა.

გაკვეთილი აგრეთვე დამსწრე მასწავლებლებმა და პროექტის ხელმძღვანელმა შეაფასეს, რომლებმაც მოსწავლეებს აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის სიგელები გადასცეს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ასეთი ტიპის აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეს კვლევა -ძიების, შემოქმედებითი და სოციალური უნარების დახვეწას. მოსწავლე სიღრმისეულად სწავლობს მასალას, მუშაობს როგორც დამოუკიდებლად ასევე ჯგუფში, აანალიზებს, ახარისხებს მასალას და მსჯელობს, ხდება უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული.

აღსანიშნავია, რომ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება