სიახლეები
საინტერესო

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება გაკვეთილზე - იხილეთ მაგალითები
05-05-2018
-
+


სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. 

განმსაზღვრელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაკონტროლება, ხოლო განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა.  

განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობითა და სწავლების სტრატეგიით ინფორმაციის მოპოვებას მოსწავლეთა გაგება-გააზრების დონის შესახებ და ამ ინფორმაციის გამოყენებას მათი პროგრესის ხელშესაწყობად.

ნებისმიერი აქტივობა შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თუ ის ეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და რატომ, გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, დასახონ გზა მიზნის მისაღწევად. განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს საშუალებას აძლევს დროულად აღმოაჩინოს მოსწავლის სუსტი მხარეები და მისცეს მას სწორი მიმართულება სუსტი მხარეების დასაძლევად მანამდე, სანამ მის ცოდნას ქულით შეაფასებს.

განმავითარებელი შეფასებაა მასწავლებლის კომენტარი, თუმცა თუ მოსწავლეს ვეტყვით: „ყოჩაღ“, „კარგი გოგო/ბიჭი ხარ“ და არ ავუხსნით, თუ რით დაიმსახურა ეს შექება, ის ვერ იქნება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი.

განმავითარებელი შეფასების უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, განვიხილავთ რამდენიმე მათგანს მათემატიკის გაკვეთილზე გამოყენების მაგალითებით:

1) გასასვლელი ბარათები - გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს გასასვლელ ბარათებს/ ტესტებს, რომელსაც ავსებენ მოსწავლეები. ამ ინსტრუმენტის გამოყენება ეფექტურია, როგორც ახალი მასალის ახსნის, ისე ამა თუ იმ თემის დასრულებისას  (მაგ: რაციონალურ რიცხვებზე მოქმედება, შემოკლებული გამრავლების ფორმულები და ა.შ). ტესტების შემოწმების შემდეგ მასწავლებლისათვის ნათელი ხდება,  რა და როგორ გაიგეს მოსწავლეებმა, შეგვიძლია თუ არა თემა დასრულებულად ჩავთვალოთ და გადავიდეთ შემდეგზე. ეს გვეხმარება შემდგომი მუშაობის დაგეგმვაში.

2) ათი ყველაზე მნიშვნელოვანი - ვთხოვოთ მოსწავლეებს, აღწერონ ათი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ისწავლეს მოცემული საკითხის შესახებ. ეს მეთოდი კარგად გამოიყენება მათემატიკაში. ათი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ფიგურის თვისებები, ალგორითმის ამოხსნის ეტაპები და სხვა.

3) შიგა წრე-გარე წრე - მოსწავლეთა შიგა და გარე წრეები ერთმანეთის პირისპირ დგანან. ერთმანეთის პირისპირ მდგომ მოსწავლეთა წყვილი ერთმანეთს უსვამს კითხვებს და პასუხობენ. ამის შემდეგ გარე წრე გადააადგილდება და იქმნება ახალი წყვილი. ეს მოქმედება რამდენჯერმე მეორდება. ამ ხერხით შეიძლება მოხდეს გამრავლების ტაბულის გამოკითხვა, ასევე კუთხეთა კლასიფიკაციის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უსახელებენ კუთხის გრადუსულ ზომას და პასუხობენ კუთხის რომელ ტიპს ეკუთვნის ეს კუთხე.

4) ვინ უპასუხებს შეკითხვებს - მასწავლებელი ბარათების ორ კომპლექტს ამზადებს, ერთ კომპლექტში არის შეკითხვები, მეორეში კი- პასუხები. ერთი მოსწავლე კითხულობა შეკითხვას. მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ პასუხის ბარათები ეძებენ შესაბამის პასუხს. 

აქტივობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა ბარათების ჯაჭვურად ქცევა. ამისათვის შეკითხვები ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ პასუხები მიდიოდეს სწორი თანმიმდევრობით, არ წყდებოდეს ჯაჭვი. ერთი შეკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ, რომელი შეკითხვა იქნება მისი გაგრძელება.

დავალებები (შეკითხვები) შეიძლება იყოს დასმული კვადრატული განტოლების ამოხსნის შესახებ. ამ შემთხვევაში შეკითხვები და პასუხები ჯაჭვურად გადაებმება ერთმანეთს და მიდიან საბოლოო პასუხამდე, იაზრებენ ამოხსნის ეტაპების თანმიმდევრობას.

5) შავი ლაქა - აქტივობა ეფექტურად გამოიყენება გაკვეთილის ბოლოს. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს „რა არის დღევანდელი გაკვეთილის/ თემის შავი ლაქა/ ბუნდოვანი წერტილი?“ მოსწავლეები პასუხობენ წერილობით. შემდგომში პასუხების განხილვა ეხმარება მასწავლებელს ეფექტურად დაგეგმოს შემდეგი გაკვეთილი.

აქ შეიძლება კონკრეტულად გამოვაკვეთინოთ განტოლების/ამოცანის ამოხსნის შავი ლაქა. ასევე საშინაო დავალების თუ დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში აღმოჩენილი შავი ლაქა და ვიმუშაოთ ამ საკითხზე.

6) ჭეშმარიტია-მცდარია - მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბარათებს, სადაც წერია დებულებები თემასთან დაკავშრებით. გაკვეთილის ბოლოს ამ ბარათებს იღებენ მოსწავლეები, კითხულობენ დებულებას და აღნიშნავენ, ჭეშმარიტია თუ მცდარი მოცემული დებულება. მცდარი დებულების შემთხვევაში შეასწორებენ მას.

დებულებები შეიძლება დაიწეროს ბევრ საკითხთან დაკავშირებით: 

ა) ფიგურათა თვისებები;  

ბ) რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებები; 

გ) ხარისხის თვისებები; 

დ) გეომეტრიული გარდაქმნები;

ე) ფუნქციათა თვისებები და ა.შ.  

თითოეულ შემთხვევაში მცდარი პასუხის დროს მოსწავლეები მსჯელობენ ამ თემასთან დაკავშირებით.

ამრიგად, განმავითარებელი შეფასების ძირითადი დანიშნულებაა მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა, გამოვლენილი სუსტი მხარეების დასაძლევად გზების დასახვა და მათი განხორციელება. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ მან გაზარდოს სწავლის მოტივაცია, მიგვიყვანოს  მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სასწავლო მიზნამდე  და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. 

 

ავტორი: პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი ლია სვიმონიშვილი

წალკის მუნიციპალიტეტის ხარების საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016წ.წ.

„ეფექტური განმავითარებელი შეფასება“ - ს. გორგოძე;

ჟურნალი მასწავლებელი, 2016წ.N5


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ცნობილია, მანდატურის სამსახური რომელ რეგიონში რამდენ კადრს დაასაქმებს - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - რა გაუქმდა დოკუმენტის მიხედვით

„1 დღის ან 1 კვირის გამო, რატომ უნდა დაკარგოს ბავშვმა წელი?!“ - მხოლოდ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები შევლენ პირველ კლასში

„არც ერთი კონკრეტული განცხადება არ არის, რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს უნივერსიტეტების გაერთიანებას“

„სტუ არ იყიდება“ - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ აქციას მართავენ 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება