სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მომავალი პედაგოგი“ შედეგებს აჯამებს - დეტალები
01-06-2023
-
+


მიმდინარე კვირას, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივით მომავალი მასწავლებლების წამახალისებელ სასტიპენდიო პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებთან და სხვა გრანტიორ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა იმ პროგრამის შეჯამება, რომელსაც ფონდი 7 რეგიონალურ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს და რომლის მიზანიცაა წარმატებული სტიპენდიანტების, მომავალი პედაგოგების სტიპენდიებით წახალისება.

ღონისძიებას ფონდის დამფუძნებელმა ინნა გუდავაძემ და ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა უმასპინძლეს. პარტნიორი უნივერსიტეტების გარდა შეხვედრას გპფ-ს გრანტიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ და ერთად განიხილეს და შეაჯამეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: მომავალი პედაგოგების სტაჟირება, მათი დასაქმება, გამოწვევები და სტიპენდიანტთა ახალი პროგრამები, რომლებსაც უკვე პარტნიორი ორგანიზაციები ერთობლივად განახორციელებენ.

„გვიხარია, რომ დღეს ერთად ვაჯამებთ ჩვენი სასტიპენდიო პროგრამის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც 90-მდე მომავალ პედაგოგს ვაძლევთ სტიპენდიას. ეს მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არაა ჩვენი მხრიდან, ეს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ერთგვარი მოტივაციაა მოვიდნენ ამ პროფესიაში, ისწავლონ, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და მუდმივი ზრდისა და განვითარებისკენ იყვნენ მიმართულნი. დღეს ალბათ განსაკუთრებით სჭირდება ქვეყანას განათლებული პედაგოგი, ისეთი პედაგოგი, რომელიც ახლებურ მომავალს ჩაუყრის საფუძველს. მადლობა, რომ ამ საქმეში მარტონი არ ვართ და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ჩვენი სხვა გრანტიორებიც გვერდში გვიდგანან. იმედია ბევრი ორგანიზაცია აიღებს ჩვენს მაგალითს და კიდე უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება საგანმანათლებლო მიმართულებით“, - აღნიშნა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დღემდე დახარჯული ინვესტიცია 220,000 ლ-ს აღემატება.

პროექტი "მომავალი პედაგოგი" ფონდის მიერ ინიცირებული წახალისების სასტიპენდიო პროექტია. იგი 2020 წლიდან პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხორციელდება და თითო უმაღლესი სასწავლებლიდან 10 წარმატებულ სტუდენტს აერთიანებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150 ₾-ს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდს ამჟამად 63 სტიპენდიანტი ჰყავს 7 სახელმწიფო უნივერსიტეტში: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახ. უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახ. უნივერსიტეტი.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით "გპფ" მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 30-მდე საგანმანათლებლო პროექტი. "გპფ-ს" ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში აღემატება 4 მლნ. ლარს.

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორებიცაა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა ორგანიზაციები.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რამდენ გაცდენაზე ინიშნება გამოცდა - აქტუალურ კითხვებს emis პასუხობს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

დაფინანსების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

ფიროსმანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 2 მოსწავლისთვის დაირეკა 
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებმა ბოლო საზეიმო  ღონისძიება გამართეს 

„ამ დღეს ყოველი კუთხე, მერხი და დერეფანი თორმეტწლიანი მეგობრობის, თავდაუზოგავი შრომისა და დიდი სიყვარულის ისტორიას ყვებოდა...“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება