სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„საოცარი მოტივაცია შეექმნათ ბავშვებს“ - ზუგდიდის, ახალციხის, ვანის, ოზურგეთისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა
31-05-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, მიზნად ისახავს მოსწავლეთა განვითარებას, მათი მოტივაციის გაზრდასა და წახალისებას. ტრადიციად ქცეულ ჩემპიონატში მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით აქტიურად ერთვებიან.

2023 წლის გაზაფხულის სეზონი დისტანციურ რეჟიმში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ამჯერად კონკურსის პირველი ეტაპი ზუგდიდის, ახალციხის, ვანის, ოზურგეთისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის გაიმართა, რომელშიც მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი გადაეცემათ.

მოსწავლეები, რომლებმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს, ერთმანეთს მეორე ეტაპზე, „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისათვის შეეჯიბრებიან.

Etaloni.ge-სთან, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მნიშვნელობისა და მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ სკოლის დირექტორები საუბრობენ:

ვანის მუნიციპალიტეტის, ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ნოზაძე:

დილიდან ვსაუბრობ, რომ ისეთი კარგი პროექტი, როგორიც „ეტალონია“, ჯერ არ ჩატარებულა. საოცარი მოტივაცია შეექმნათ ბავშვებს. მე თავად გავეცანი ტესტებს და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა. კითხვები თემატურად და საგნობრივად სწორად შერჩეული და დაგებული იყო, რაც მთავარია პროცესიც ორგანიზებულად მიმდინარეობდა.

ჩემპიონატით ძალიან კმაყოფილი ვარ, მოსწავლეების შედეგებიც საკმაოდ ნორმალური იყო, ასეთსაც ველოდი, ამჯერად მეორე ეტაპზე 6 ბავშვი გადავიდა.

ჩემპიონატმა ბავშვებს მისცა შესაძლებლობა გახსნან გონებრივი თვალსაწიერი და უფრო მეტად იაზროვნონ.

დიდი მადლობა „ეტალონს“ ამისთვის! მინდოდა მადლობის წერილი დამეწერა და მიხარია, რომ ამის თქმის შესაძლებლობა მომეცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ცარციძე:

ამ „ეტალონი“ ძალიან გვეხმარება, ბავშვები თავიანთ ცოდნას აჯამებენ, ხვდებიან, რომ კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი უნდა იკითხონ, სხვადასხვა ინფორმაციებს გაეცნონ და ზოგადი ცოდნა გაიღრმაონ.

„ეტალონის“ მუშაობას ძალიან ვაფასებთ, რაც მთავარია მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები არიან და ცდილობენ მაქსიმალური შედეგები აჩვენონ, მინდა აღვნიშნო, რომ ისინი პირველ ეტაპზე მიღებული შედეგებითაც კმაყოფილები არიან.

სამწუხაროდ სკოლაში ინტერნეტი არ გვქონდა და მიუხედავად ამისა ბავშვები, მაინც ჩაერთნენ პროექტში, ზოგი მობილურით მუშაობდა, ნაწილმა კი, სახლში წასვლის შემდგომ მოახერხა მონაწილეობის მიღება.

ჩემი ბავშვები izrune.ge-შიც აქტიურად არიან ჩართულნი და ამით ძალიან მოხარული ვარ.  

ახალციხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა:

მივესალმები ამ პროექტს და ვფიქრობ, რომ ის ძალიან ბევრის მიმცემია მოსწავლეებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაქართულენოვანი სკოლა ვართ, მოსწავლეები „ეტალონში“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ, რამდენიმე მათგანმა პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, რამაც კიდევ უფრო მიზანდასახულები გახადა.

მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები არიან და დიდი ინტერესით მონაწილეობენ ინტელექტ-ჩემპიონატში, შესაბამისად მეც მონდომებული ვარ მათ ხელი შევუწყო ამ საკითხში და მაქსიმალურად დავეხმარო თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენაში, მხოლოდ საგნების სწავლით ბავშვები წინ ვერ წავა „ეტალონი“ კი, საჭიროა მათი ინტელექტის დონის ამაღლებისთვის.


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე:

მოსწავლეები დიდი სიხარულით დარეგისტრირდნენ ჩამპიონატში, რაც ძალიან გვახარებს.

„ეტალონი“, მართლაც ცოდნის ზეიმია, მოსწავლეებს კი, ძალიან უნდათ საუკეთესო შედეგების ჩვენება, თუ კარგი შედეგები აქვთ ისინი სიამაყის გრძნობთ ივსებიან, თუ კი, არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვთ მეტად უმაღლდებათ მოტივაცია, რომ შემდეგში უკეთ მოემზადონ.

მე მათ ყოველთვის ვახსენებ, რომ ეს ჩემპიონატი არის ცოდნისა და ინტელექტის საზომი, მანიშნებელი იმისა, რომ უფრო მეტი უნდა იმუშაონ!


გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ქვემო ბოდბის საჯარო სკოლა დირექტორი მაია ოზბეთელაშვილი:

„ეტალონში“ ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვერთვებით. მოსწავლეები დღესაც, ისევე როგორც სხვა დროს დიდი მონდომებით ჩაერთნენ კონკურსში. ძალიან მიხარებს ის ფაქტი, რომ ბავშვები დაინტერესებულები არიან და თავიანთი სურვილით მონაწილეობენ - ეს არის მთავარი.

ჩვენ ბავშვებს ყველანაირად ვუწყობთ ხელს. თუ მათ ინტერნეტთან, კომპიუტერთან ან მობილურთან არ აქვთ წვდომა, ამისთვის სკოლაში გამოვყოფთ სპეციალურ სივრცეს, ვისაც სახლში, დამოუკიდებლად უნდათ მუშაობა, არც მათ ვზღუდავთ.

დღეს მაქსიმალური ჩართულობა იყო, ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა.

შეჯიბრი ყოველთვის ამაღლებს ბავშვების მოტივაციას, ეს ჩემპიონატი კი, სწორედ ამაზეა გათვლილი. 

მინდა აღვნიშნო კარგად მომზადებული შეკითხვებიც, დღესაც ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მათ პედაგოგები არჩევდნენ და სცემდნენ პასუხებს.



იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

ბაღის პერსონალს ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები დაუფინანსდება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

რა ცვლილებები შევიდა თსუ-ს წესდებაში  - დეტალები ცნობილია

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება