სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეები გურიას სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ესტუმრნენ 
30-05-2023
-
+


აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიით გურიაში იმყოფებოდნენ.

ექსკურსია ნოღის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოაწყვეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიის მონაწილეები პირველად ეწვივნენ სოფელ ზენობანს, სადაც დიდებული მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საოცარი სანახავია ახლად გარემონტებული და გამშვენებული სახლ-მუზეუმი, მიმდებარე ნაგებობები და ეზო-გარემო.

მოსწავლეები და პედაგოგები შესანიშნავი ბუნებითა და ხედებით მოიხიბლნენ და ბევრი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ნოდარ დუმბაძის ფრაზა: „მშვიდობის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია...“, და აღნიშნეს, რომ მართლაც ასეთი ყოფილა გურია.

ექსკურსიის მონაწილეებს, მუზეუმში მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გიდი ესაუბრა, მან მწერლის ცხოვრებიდან ბევრი  საინტერესო ისტორია უამბო ბავშვებს.

გიდმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ნოდარ დუმბაძის ნივთები: თოფი, სკოლის ატესტატი, ჩოხა, პოლიციის ფორმა, რომელიც მას აჩუქეს „კუკარაჩას“ დაწერის გამო და მრავალი სხვა ექსპონატი ინახულეს. 

აღსანიშნავია, რომ მუზეუმმა მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მასწავლებლები და მოსწავლეებიც ყურადღებით უსმენდნენ გიდსა და ყველა ექსპონატს ინტერესით აკვირდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მეშვიდე კლასელებმა: ირინე სიხარულიძემ, ანა ბურკაძემ და დავით ლომინეიშვილმა, მეექვსე კლასელმა ზურა თევზაძემ და მერვე კლასელმა თამუნა შანიძემ, წარადგინეს პატარა სცენა მოთხრობიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

სამმა მოსწავლემ - ანანო ბოცვაძემ, მარიამ ხუნწარიამ და ზურა თევზაძემ, ნოდარ დუმბაძის ბრძნული გამონათქვამები წაიკითხეს.

მარიამ ხუნწარიამ და ანანო ბოცვაძემ მუსიკის მასწავლებელ ქეთევან მეფარიშვილთან ერთად ფანდურზე შეასრულეს ორი გურული სიმღერა - „შემოდგომა რომ დადგება“, და „გოგო მიდის მოხვეულში“. 

ასევე მოსწავლეებმა, უდაბნოს მამათა და ერკეთის დედათა მონასტრები მოინახულეს და მოილოცეს.

მოსწავლეები ასევე ნაბეღლავშიც იმყოფებოდნენ, მათ „ნაბეღლავის“, მინერალური წყალი დააგემოვნეს და გურიის ულამაზესი ბუნების ცქერით დატკბნენ.

აღსანიშნავია, რომ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ პედაგოგები: ქეთევან მეფარიშვილი, ლანა ბოლქვაძე და თამუნა ქორიძე და ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ნათელა ბრეგაძე და მაია ლორია.

„დრო სწრაფად გაფრინდა დიდებული სანახაოების დათვალიერებაში. გვეძნელებოდა ულამაზესი გურიის დატოვება, მაგრამ რა გზა იყო, უკვე ღამდებოდა...
ყველანი კმაყოფილნი და გურიის სიმშვენიერებით აღფრთოვანებულნი გამოვემართეთ ჩვენი უმშვენიერესი იმერეთისაკენ.

მართლაც ზღაპრული და დიდებული ადგილებია. თვალი ვერ ძღებოდა ამ სილამაზეების ცქერით“, - ასე აღწერენ სკოლაში გურიაში მოგზაურობას. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა 

სკოლის მოსწავლეებში გავრცელდა არასრულწლოვნის ვიდეო, რომელიც მას ფარულად გადაუღეს - დეტალებს პროკურატურა ასაჯაროებს

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მასწავლებლებს ვადა 2029 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ

საჯარო სკოლების წესდების დოკუმენტში ცვლილება შევიდა

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ

მოსწავლეებმა საინტერესო პრაქტიკული აქტივობა შეასრულეს - პატარა მაღაზია მოაწყვეს და ყიდვა-გაყიდავა გააჩაღეს

მოსწავლეები მოიხიბლნენ ეროვნული საგანძურით და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ მუზეუმიდან

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება