სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოლოტაურის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
29-05-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.

დღე მუსიკის პედაგოგის, სალომე ხაბაზის მე-9 კლასში ჩატარებული პროექტ-გაკვეთილით - „ქართული საგალობლები - ეროვნული მუსიკის საგანძური“, დაიწყო. ისტორიის პედაგოგმა - ინგა ჩიფჩიურმა პრეზენტაცია - „26 მაისი საქათველოს დამოუკიდებლობის დღეა“ გამართა. 

საზეიმო პროგრამა კი ფიზიკური აღზრდის პედაგოგის მარიკა გოგუაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული „მხიარული სტარტებით“ დასრულდა, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.



კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება