სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში
25-05-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები 76-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ფინალურ ტურში წარმატებით წარდგნენ. 

აღნიშნული ტური, 20 მაისს თბილისში წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა.

„ტრადიციულად, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ კონფერენციის მუშაობაში, მათ წარადგინეს და დაიცვეს ნაშრომები, ასევე შეკითხვებს წარმატებით უპასუხეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 11 მოსწავლის 9 ნაშრომი:

  • ლიკა ჯოხაძესა და ნატალი თედორაძის თემა - „გრამატიკული ნორმების დარღვევა თანამედროვე ქართული პრესის ენასა და ზეპირსიტყვიერებაში“. ხელმძღვანელი თამარ ლომთაძე (ქართული ენა და ლიტერატურა);
  • ანა გოგიჩაიშვილისა და ალექსანდრე ჯელიას თემა  - „მათემატიკური ალბათობა და გენეტიკა“. მოსწავლეთა ხელმძღვანელი ნატალია კალანდაძე (მათემატიკის სექცია);
  • ანანო ფუტკარაძის თემა - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კომპლექსური ამოცანების ამოხსნისას“ . ხელმძღვანელი - კახი კახიძე (მათემატიკის სექცია);
  • ანა ონიაშვილი  -  „რა ვიცით შოკოლადის შესახებ“, ხელმძღვანელი ირინა ვიდულინა (ქიმიის სექცია).
  • ნუცა ნიკოლაიშვილი - „თაფლი-ფალსიფიცირებული თუ ნატურალური“, ხელმძღვანელი ნონა აბაშიძე (ქიმიის სექცია);
  • სანდრო კალანდაძე - „ბოროტება, რომელიც არასოდეს სრულდება!“ - ხელმძღვანელი პირიმზე რურუა (ისტორიის სექცია);
  • ნატალი თედორაძე - „არჩევნები, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელი“, ხელმძღვანელი ლევან სამსონია (სამოქალაქო განათლების სექცია);
  • სალომე თანდილავა - „ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინატიტუციების მშენებლობა, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიღწევის საფუძველი“, ხელმძღვანელი ანა ანუშიძე (სამოქალაქო განათლების სექცია);
  • დათა ურუშაძე, ნინი თურმანიძე- „ჭკვიანი სახლი და ენერგო ეფექტურობა“, ხელმძღვანელი ინგა მართალიშვილი (ეკოლოგიის სექცია) .
„სიამაყით და სიხარულით გვსურს გაცნობოთ, რომ ორი ნაშრომი დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ესენია - მათემატიკის სექციაში ანა გოგიჩაიშვილისა და ალექსანდრე ჯელიას და ქიმიის სექციაში ნუცა ნიკოლაიშვილის თემები. 

ორი ნაშრომი კი მეორე ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა; ესენია - სამოქალაქო განათლების სექციაში სალომე თანდილავასა და ისტორიის სექციაში სანდრო კალანდაძის თემები.

„დიპლომი გადაეცა ყველა დანარჩენ მონაწილეს! ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელებს ამ დიდ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება