სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს დღე ჩვენია!“ - პატრიოტული ღონისძიება კუჭატნის საჯარო სკოლაში
25-05-2023
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით  - „ეს დღე ჩვენია!“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სოფლის ხელმძღვანელი, მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.

მონაწილეებმა ნაბიჯ-ნაბიჯ გაახსენა მაყურებელს ეტაპები, თუ როგორ მივიდა ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტამდე.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ცეკვები, საქართველოს თემაზე შექმნილი სიმღერები, ლექსები წარუდგინეს და ერეკლე მეფე, მისი მსაჯული სოლომონი და თანამედროვე გმირები „გააცოცხლეს“. 

ღონისძიება საზეიმო ვითარებაში წარიმართა, თუმცა, ემოციების და ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია.

ღონისძიებასთან დაკავშირებით, სკოლაში მიწვეულმა სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პოზიტიური მოლოდინები ჰქონდათ, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო მოსწავლეებისათვის დამსწრე საზოგადოების თვალებში დანახული სიხარულის, ტკივილის, ბედნიერების და კმაყოფილების ცრემლის ერთად ხილვა. „ის ემოცია, რაც მათ თვალებში დავინახეთ, არასდროს დაგვავიწყდება“, - აღნიშნავენ მოსწავლეები.

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენის მასწავლებელი გალინა ღვინიაშვილი იყო.

„დიდი მადლობა თანადგომისთვის სკოლის დირექტორს - ნინო მელქოშვილს, სკოლის პედკოლექტივს, ცეკვის სტუდიას, ხალხური სიმღერების სტუდიის ხელმძღვანელს იზა წყალობაშვილს... მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას ეს შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვებათ და რაც მთავარია, ყოველთვის ემახსოვრებათ ამ დღის მნიშვნელობა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება