სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სახელოვნებო სივრცეში მსახიობ ლეო ანთაძეს უმასპინძლეს
23-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საინტერესო შეხვედრები ეწყობა.

ამჯერად, გიმნაზიის სახელოვნებო სივრცეში, ცნობილ ქართველ მსახიობთან, საქართველოს სახალხო არტისტთან, ლეო ანთაძესთან საინტერესო შეხვედრა მოეწყო.

როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, მსახიობმა მოსწავლეების წინაშე წარმოადგინა სცენები და მონოლოგები, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლებიდან და საინტერესოდ წაიკითხა ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონი“.

მან ასევე გაიხსენა თავისი ცხოვრების ეპიზოდები და კოლეგებთან ურთიერთობები, უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს.

„ბატონ ლეოს პარტნიორობას უწევდა პროექტის პროდიუსერი, ეროვნული ფილარმონიის დირექტორი, ბატონი ლადო ხელაშვილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დაიმუხტა.

როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, დარბაზში ოვაციებით ხვდებოდნენ თითოეულ ნომერს. სტუმარიც მოიხიბლა მსმენელთა დიდი კულტურით და მადლობა გადაუხადა მათ.

„შეხვედრის დასასრულს გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მადლობა გადაუხადა ბატონ ლეოს მობრძანებისთვის, დალოცა და ხანგრძლივი სიცოცხლე და შემოქმედებითი მოღვაწეობა უსურვა“, - აღნიშნავენ გიმნაზიაში.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება