| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი ამილახვარმა ინტერპელაციის წესით, დეპუტატების კითხვებს პარლამენტში უპასუხა და განაცხადა: „ვიცი რამხელა გამოწვევების წინაშე დგას დღეს განათლების სისტემა“.
მინისტრმა დეპუტატის კითხვას - რატომ არ დაინერგა უფასო კვება სკოლებში და როდის აპირებს სამინისტრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, უპასუხა, რომ ესაა კომპლექსური საკითხი და ფინანსების არქონა ამ შემთვევაში, რეალური მიზეზი არ არის.
გიორგი ამილახვარამ ის ოთხი ძირითადი საკითხი დაასახელა, რომელიც სასკოლო კვების დანერგვამდე უნდა მოგვარდეს:
„შეიქმნა უწყებათშორისი საბჭო, სადაც ჩართულია სხვადასხვა სტრუქტურა, ჯანდაცვის, სურსათის, ფინანსთა, ეკონომიკის... სამინისტროები.
გამოვლინდა გამოწვევები, რომელზეც შეიქმნას სამოქმედო გეგმა. ესენია: სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობის არარსებობა, ხილის და ბოსტნეულის მარაგები; ადგილობრივი თემის მახასიათებლები, შესაბამისი ბიზნესოპერატორები და სკოლის ინფრასტრუქტურა.
არ არის ფული - ეს არის ტყუილი, ჩვენ ვეხებით კომპლექსურ საკითხს რომლის მოგვარებასაც სჭირდება სხვა საკითხების გადაჭრა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას