სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ მოსწავლეს სკოლა უნდა შეუცვალოთ
04-06-2023
-
+


სკოლაში მოსწავლეები თავს კომფორტულად და დაცულად უნდა გრძნობდნენ. მნიშვნელოვანია, ხედავდნენ, როგორ ვითარდებიან და მათზე როგორ ზრუნავენ. სასკოლო გარემო კი ის ადგილია, სადაც მოზარდები დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ. 

მოსწავლეებისთვის სკოლის გამოცვლა, ზოგადად, გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სხვა სკოლაში გადაყვანა აუცილებელია. ამას კი მშობელმა თვალი უნდა გაუსწოროს. როგორც ერთ-ერთი უცხოელი ფსიქოლოგი თავის სტატიაში წერს, არის რამდენიმე ნიშანი, რის შემდეგაც სკოლის შეცვლაზე უნდა იფიქროთ.

მოსწავლე, ფაქტობრივად, არც ერთ თანატოლთან კონტაქტობს

მოზარდებს თავდაპირველად შესაძლოა კლასელებთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდეთ, ამას დრო სჭირდება, თუმცა თუ ეს მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, პრობლემაა. მშობლებმა, ამ შემთხვევაში, უნდა გაიგონ ეს ყველაფერი სათავეს საიდან იღებს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსწავლე ამ კონკრეტულ სკოლაში თავს კომფორტულად არ გრძნობს, ვერავისთან მეგობრობს და ფაქტობრივად, სოციალურ იზოლაციაშია, სხვადან გადაყვანაზე უნდა დაფიქრდნენ. გადაწყვეტილება კი, რასაკვირველია, შვილთან უნდა შეათანხმონ.

მის პროგრესს ვერ ხედავთ

თუ გარკვეული დროის განმავლობაში ვერ დაინახეთ, რა ისწავლა თქვენმა შვილმა, როგორ განვითარდა და რამდენად მონდომებული, ეს შესაძლოა ის წითელი ხაზი იყოს, რის გამოც მას სკოლა უნდა შეუცვალოთ. 

სკოლიდან უხასიათოდ და დათრგუნული ბრუნდება

ამ დროს მშობლები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ, გაიგონ რა ხდება, დამრიგებელს დაუკავშირდნენ და მისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინონ. შესაძლოა მოსწავლეს ხასიათის სასკოლო გარემო უფუჭებდეს, იყოს ბულინგის ან შევიწროვების შემთხვევა. რასაკვირელია, ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას. ამავდროულად კი, მოსწავლეებს სკოლის შეცვლა სურთ ხოლმე. 

მოსწავლეს ისეთი ინტერესები აქვს, რასაც სკოლა ვერ პასუხობს

შესაძლოა, თქვენს შვილს ისეთი საგნაბის სწავლა უნდოდეს, რაც კონკრეტულ სკოლაში შეუძლებელია. ვთქვათ, უნდოდეს, რომ სკოლაში რომელიმე უცხო ენა ისწავლოს ან სხვადასხვა წრე მოქმედებდეს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება