სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებლობა ტიტულია“ - განძის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
15-05-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს სამაგალითოდ აფასებენ.

სკოლაში გაიმართა ღონისძიება - „მასწავლებლობა ტიტულია“, რომელიც პედაგოგ  ნანა ბარჯაძე-მიხანაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნანა მასწავლებელი იყო განძის ერთ-ერთი საუკეთესო და ერთადერთი ქართველი მასწავლებელი.

ნანა მასწავლებელი დიდი ხნის მანძილზე ქალაქ გორის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა, შემდეგ კი 12 წელი იყო სკოლის დირექტორი. 2009 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა განძაში და 14 წლის განმავლობაში განძის N2 საჯარო სკოლაში ასწავლიდა.

„მართალია, ნანა მასწავლებელს ჩვენს სკოლაში არ უმუშავია, თუმცა ორ სკოლას შორის მჭიდრო ურთიერთობებია დამყარებული. ნანა მასწავლებლის ინიციატივით, არაერთხელ გაიმართა შეხვედრა და ღონისძიება ორ სკოლას შორის. მისმა მოსწავლეებმა თბილისში გააგრძელეს სწავლა. დღეს კი ქართული ენის მასწავლებელი, ქალბატონი რუზანა ჩვენს სკოლაში ქართულს ასწავლის“, - გვიყვება განძის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე.

ღონისძიებაში მონაწილე მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები ლექსები, იცეკვეს და ვეფხისტყაოსანი ქართულ და სომხურ ენებზე შესანიშნავად წაიკითხეს.

„ნანა ბარჯაძემ მოკლე დროში მოიპოვა არა მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლების, არამედ მთელი მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა. იგი ნამდვილი მასწავლებლის ტიტულს ატარებდა და ამ მისიას ემსახურებოდა ცხოვრების ბოლომდე. საკუთარი მაგალითითა და ადამიანური ღირებულებებით, ის პატრიოტ ბავშვებს ზრდიდა“,- გვეუბნება პედაგოგი რუზანნა ათორაკალიანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება