სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლე საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობდა
15-05-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლე სოციალური პროექტისთვის, 20 შერჩეულ გოგონას შორის მოხვდა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის - „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა განათლებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა“, შემაჯამებელი ღონისძიება ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩატარდა. 

მოსწავლე გოგონები შემდეგი კრიტერიუმებით: აქტიურობით, მოტივირებულობითა და მიზანდასახულობით შეირჩნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები ჩაუტარდათ. 

პროექტის მონაწილე გოგონებს შეხვდა ბოლნისის საკრებულოს წევრი, ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ფერიდე ტვილდიანი, ერთ-ერთი რადიოს თანადამფუძნებელი, ორგანიზაციის „ქალი და სამყარო“, ხელმძღვანელი მარინე ბჟალავა და  ჟურნალისტი ცირა მღვდელაძე, აზერბაიჯანელი ქალი, სამოქალქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი, ორგანიზაციის - „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თავმჯდომარე ელენე რუსეცკაია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეებმა სტატიის წერა ისწავლეს და დაწერეს სტატია თემაზე - „ჩემი თვალით დანახული ქალთა უფლებები“.

ღონისძიების ბოლოს გამოვლინდა 5 საუკეთესო სტატიის ავტორი, რომლებიც ფულადი პრიზით დაჯილდოვდა, პროექტის მონაწილე თითოეულ გოგონას კი სერტიფიკატი გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება