სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში თამარ მეფის ხსენების დღე შთამბეჭდავად აღინიშნა 
15-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, გიმნაზიაში წმიდა თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თამარობის სახალხო დღესასწაული გაიმართა.

„დილით წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღასრულა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. წირვის შემდეგ გიმნაზიის ეზოში გაიხსნა სკვერი, სადაც გაიმართა წმიდა თამარ მეფის სავედრებელი პარაკლისი“, - გვიყვებიან გიმნაზიაში.

პარაკლისის დასასრულს მათ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) ესტუმრა.

„გიმნაზიის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებს და სტუმრებს მიესალმა, დალოცა და თამარობის დღესასწაული მიულოცა - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი)“, - აღნიშნავენ გიმნაზიაში.

როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, კონცერტის ჩატარება დაგეგმილი იყო ეზოში, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში გაიმართა.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობდა და თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს:  წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „არსიანმა“ (ქორეოგრაფი ჯონი დუგლაძე), გიმნაზიის მე-12 კლასის მოსწავლემ - იოანე ვარდუკაძემ და წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის (დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი - თამილა ფოლადიშვილი) გოგონათა აკადემიურმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი), ხალხურ საკრავთა ანსამბლმა (ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა) და გიტარის კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ნინო ამირანაშვილი).

როგორც გიმნაზიაში აღნიშნავენ, გიტარის სტუდიისათვის ეს გამოსვლა დებიუტი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება