სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, სასამართლო პროცესს დაესწრნენ
15-05-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს ახორციელებენ.

ამჯერად, რუისის N2 და N1 საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლების ფარგლებში, ინტეგრირებული პროექტი - „მირანდას უფლებები“ (პედაგოგები მარიკა ღვინიაშვილი და ზამირან მღებრიშვილი) განახორციელეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მორიგ ეტაპზე დაგეგმილი იყო მოსწავლეების დასწრება სასამართლო პროცესზე.

„ამ ეტაპის წარმატებით განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა რუისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - თემურ საათაშვილმა, რომლის დახმარებითაც დაიგეგმა მოსწავლეების დასწრება გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე (სისხლის სამართლის საქმე), რომელიც მიჰყავდა მოსამართლეს, ბატონ გერმანე დადეშქელიანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შეხვდა მოსამართლე - ლევან დარბაიძე.

„იგი მოსწავლეებს ესაუბრა სასამართლოს შესახებ როგორც სახელმწიფოს მმართველობის მნიშვნელოვან შტოზე და ზოგადად სასამართლოს როლზე, ნაფიც მსაჯულთა შესახებ და ა. შ. ემოციებით დატვირთულმა მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები, გადაიღეს სამახსოვრო სურათები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამოქალაქო განათლების პედაგოგები: მ. ღვინიაშვილი, ზ. მღებრიშვილი და პროექტში მონაწილე მოსწავლეები უღრმეს მადლობას უხდიან: გ. დადეშქელიანს, ლ. დარბაიძეს, თ. საათაშვილს.

„პროექტმა მიზანს მიაღწია. მოსწავლეებმა მიიღეს სრული, ამომწურავი ინფორმაცია სასამართლო პროცესების შესახებ, გააკეთეს დასკვნა, რომ ადამიანს აქვს უდიდესი ვალდებულებები და აგრეთვე აქვს შესაბამისი უფლებები ყველგან და ყოველთვის, მათ შეუძლიათ მოითხოვონ როგორც მოქალაქეებმა თავისი უფლებების დაცვა, თუმცა თვითონაც უნდა იცხოვრონ ისეთი ცხოვრების წესით, რომ თავადაც არ შელახონ სხვისი უფლებები“, - ამბობებ სკოლაში.

მსგავსი პროექტები და შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება