| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში, ღონისძიება - „საქართველო გმირების ქვეყანაა“, ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება იყო ნაწილობრივ თეატრალური სანახაობა, რომლის ფაბულა აგებული იყო ისტორიულ თემატიკაზე.
ბავშვებმა, ღონისძიებაზე წარმოადგინეს საქართველოს მეფეების, დედოფლებისა და სხვა ისტორიული პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია, წაიკითხეს აიეტის, ფარნავაზის, ბაგრატ III-ის, დავით აღმაშენებლის და სხვების მონოლოგები და იმპროვიზირებულად წარმოაჩინეს მათი საქმეები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერეს ორიგინალთან მიახლოებული გვირგვინები, ოქრომკერდით დამშვენებული საყელოები და მეფეთა სამოსისთვის დამახასიათებელი სხვადსხვა დეტალები, რაც დედაისტორიას უფრო ხელშესახებს ხდიდა.
ღნისძიების მიზანი იყო საქართველოს ისტორიის ღრმა ცოდნა და ისტორიულ აზროვნების განვითარება.
წარმოდგენაში მე-8, მეც-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლაში აღნიშნეს, რომ ეს ის ასაკია, როცა ადამიანის მსოფლმხედველობა ყალიბდება, ამიტომ ამ ტიპის ღონისძიებები ეხმარება ბავშვებს გამოცდილების მიღებაში, ხელს უწყობს შეხედულებებისა და გემოვნების ჩამოყალიბებას, მეტყველების დახვეწას და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენას.
ღონისძიების ორგანიზატორი ისტორიის მასწავლებელი თამარ დუმბაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში