სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამინისტრომ მასწავლებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა - დეტალები 
06-05-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სკოლის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, მინისტრმა მორიგი შეხვედრა 100-მდე მასწავლებელთან გამართა და მათგან პირადად მოისმინა სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია.

შეხვედრაზე მან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხებზე, სასწავლო რესურსების, მათ შორის სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

ზოგადი განათლების განვითარების ჯგუფი აქტიურად მუშაობს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ჯგუფს თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი – ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.

სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება