სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავაინტერესოთ მოსწავლე, რომ ყურადღებით წაიკითხოს ტექსტი? – 6 რამ, რაც მასწავლებელმა ბავშვებს კითხვის დაწყებამდე უნდა შესთავაზოს
06-05-2023
-
+


მოსწავლეებმა გამართული კითხვა რომ შეძლონ, პირველ რიგში, საჭიროა, კარგად იცოდნენ ანბანი, განივითარონ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ჰქონდეთ ლექსიკური მარაგი. ყოველივე ჩამოთვლილი კი დაეხმარება მათ, გამოიმუშაონ გაწაფული კითხვისა და გაგება-გააზრების უნარი.

სანამ მოსწავლეებს ტექსტის წაკითხვას შევთავაზებთ, იქამდე საჭიროა მათი დაინტერესება და მოტივირება. სასურველია, პედაგოგმა შეაფასოს მოსწავლეთა ცოდნა წასაკითხი თემის გარშემო, შემდეგ კი უკვე არსებულს დაუკავშიროს ახალი ინფორმაცია.

მოსწავლეები ახალ ტექსტს ყურადღებით წაიკითხავენ, თუ გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს.

კითხვის დაწყებამდე:

  • მოსწავლეებს მიეცით ტექსტის შესახებ ვარაუდების გამოთქმის საშუალება ფოტოებზე, ილუსტრაციებზე, სათაურებზე დაყრდნობით. მაგ.: დასვით კითხვები: როგორ ფიქრობთ, რაზე შეიძლება იყოს ტექსტი? რატომ ფიქრობ ასე, რა მინიშნებას დაუკავშირე? შენი აზრით, როგორ განვითარდება ამბავი?
  • ჰკითხეთ მოსწავლეებს რა იციან, რა გაუგონიათ ახალ თემაზე?
  • შეგიძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზოთ შემდეგი აქტივობა: ტექსტიდან ამოიღეთ წინადადებები, არეულად წარუდგინეთ ბავშვებს და დაავალეთ, დაალაგონ ინტუიციით. აქტივობის შესრულებისა და ტექსტის წაკითხვის შემდეგ კი მოსწავლეები შეადარებენ, სწორად დაალაგეს თუ არა წინადადებები.
  • შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს წასაკითხ ტექსტთან დაკავშირებული ფილმი, რომლის შემდეგაც ბავშვები იმსჯელებენ. ყოველივე ამის შემდეგ კი მეტი ინტერესით წაიკითხავენ მოცემულ ტექსტს.
  • მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ტექსტის თემას და იმართება დისკუსია. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, მოჰყავთ არგუმენტები. შესაძლებელია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრების შეთავაზებაც. მოსწავლეებმა უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია, რომელს ეთანხმებიან და რატომ. ტექსტის წაკითხვისას მათ შეუძლიათ შეადარონ საკუთარი პოზიცია ავტორისას.
  • მასწავლებელი ბავშვებს აწვდის რამდენიმე ფრაზას ტექსტიდან, მოსწავლეები კი უნდა მიხვდნენ, რაზეა ტექსტი.

რჩევები დაგეხმარებათ, კითხვით დააინტერესოთ ნებისმიერი მოსწავლე. აღნიშნული აქტივობები ბავშვებს აუმაღლებს მოტივაციას, წაიკითხონ არა მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები, არამედ - მხატვრული ლიტერატურაც.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება