| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვან ინტეგრირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის I კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკისა და ფიზიკური აღზრდის საგნებში ჩატარდა.
აღნიშნული გაკვეთილის თემა მათემატიკაში – „გეომეტრიული ფიგურები, კანონზომიერება“, ხოლო ფიზიკურ აღზრდაში - „სიჩქარე და ყურადღება“ იყო.
მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემის ფარგლებში, კლასში სხვადასხვა სპორტული აქტივობა მონდომებით, ინტერესითა და ხალისით შეასრულეს.
გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნინა კარაპეტიანი და ვარდიტერ გრაბსკაია.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“