სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
27-04-2023
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედამიწის დღე. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში, დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მოძღვნილი კვირეული მიმდინარეობდა.

მოსწავლე-მასწავლებლებმა ჩაატარეს არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა. 

მოსწავლეები აგრძელებენ შემოდგომით დარგული ნერგების მოვლა-პატრონობას. მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა, შომოუბარეს და მორწყეს ნერგები.

„შევიტანეთ ბუნებრივი სასუქი, რისი საშუალებითაც გავანოყიერეთ მიწა მცენარეების ფესვებთან. ნერგების ზრდა-განვითარების ხელშესაწყობად, ორგანული საკვებით შევწამლეთ ნერგები. ამავე კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, PowerPoint-ის საშუალებით, წარმოადგინეს პრეზენტაცია, ინფორმაცია გაუზიარეს ერთმანეთს, აუმაღლდათ ცნობიერება დედამიწისა და გარემოს გაფრთხილების აუცილებლობის შესახებ. შექმნეს თემატური ნახატები“,- გვიყვებიან სკოლაში. 

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი დაამზადეს ინგლისურენოვანი პოსტერი, რომელიც გააფორმეს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ნახატებით და დაიტანეს მასზე საკუთარი მოსაზრებები. თანასკოლელებს დედამიწის გადასარჩენად ბუნების მოფრთხილებიკენ მოუწოდეს. 

აქტივობები, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ესთეტიკის, უცხო ენების, ბუნებისმეტყველების კათედრების ორგანიზებით მოეწყო. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება