სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მხოლოდ ერთია!“ - თამარიანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
27-04-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

შესაბამისად სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე. 

გაზაფხულის ეს უმშვენიერესი დღესასწაული I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო გოგოლაძის ხელმძღვანელობით, საკლასო, თბილ გარემოში დედების ჩართულობით აღნიშნეს. ღონისძიბას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები -  „ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მხოლოდ ერთია!“

შვილები და მშობლები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

მათ შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები. 

„ბავშვებმა 3 მარტი დღე დედებს განსაკუთრებულად მიულოცეს, საინტერესო იყო ეს დღე  პატარებისათვის და მათი დედებისათვის“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება