სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად პანკისის ხეობა - სოფელი დუისი განიხილება
02-05-2018
-
+


2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მალე დასრულდება და ტრადიციულად, სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - სად გაიმართება გრანდიოზული ფინალური შოუ-კონკურსი, სადაც „2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.



გრანდიოზული ფინალის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად პანკისის ხეობა, სოფელ დუისის ულამაზესი ადგილი - თეატრონი განიხილება. „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი პროექტის წარმომადგენლებთან ერთად პანკისის ხეობას ესტუმრა, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან და კახეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად ხეობის უხუცესებთან და მოსახლეობასთან „ეტალონის“ ფინალის პანკისში ჩატარების იდეა გააჟღერა.



პირველი შეხვედრა სოფელ დუისის საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივ ახალგაზრდებთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი სოსო ქარუმაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაური, უხუცესთა საბჭოს წევრები: ხასო ხანგოშვილი, ზაურ გომაშვილი და ელიზბარ მარგოშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და ამავე სამსახურის კულტურის სფეროს კურატორი ლეილა ლეგაშვილი, ახმეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე და დუისის სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური ესწრებოდნენ. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სპორტულმა საზოგადოებამ სიხარულით დაუჭირეს მხარი იდეას, მზადყოფნა გამოთქვეს ყველა ძალებით ჩაერთონ იდეის განხორციელების საქმეში და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გამარჯვებული - „ეტალონი“ მოსწავლეების მასპინძლობა და მათთვის პანკისის ხეობის გაცნობა.

გადაწყდა, რომ შემდეგი საქმიანი შეხვედრა პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად დუისში 9 მაისს გაიმართება.

შემდეგ გოჩა ტყეშელაშვილი პანკისის ხეობაში გამართულ დოღს დაესწრო, სადაც შეკრებილ მოსახლეობას პანკისის ხეობაში „ეტალონის“ ფინალის ჩატარების იდეა გაანდო და მოსახლეობის მხრიდან აღფრთოვანება და სრული მხარდაჭერა მიიღო. მოსახლეობამ აღნიშნა, რომ „ეტალონის“ ფინალის მასპინძლობა მათთვის დიდი პატივი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენა, ინტეგრაციის შესაძლებლობა და ყოველივე კარგის დასაბამი იქნება.



დუისის მოსახლეობა ირწმუნება, რომ საქართველოს გამორჩეულ ახალგაზრდებს ღირსეულად დახვდებიან და საუკეთესო მასპინძლობას გაუწევენ.

2018 წლის „ეტალონის“ ფინალის ჩასატარებლად საქმიანი მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

2015-2016 სასწავლო წლის „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალის ვიდეო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება