სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

როდემდე შეგიძლიათ პასკის გამოცხობა და კვერცხის შეღებვა - დედა მარიამის განმატება
19-04-2023
-
+


ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულმა, რომელსაც ქრისტიანული სამყარო პასკებითა და წითელი კვერცხებით ეგებება, უკვე ჩაიარა.

სააღდგომოდ გამოცხობილ პასკას და ბუნებრივი საშუალებით, ენდროთი შეღებილ კვერცხს განსაკუთრებული გემო აქვს. ითვლება, რომ პასკის გამოცხობა და კვერცხის წითლად შეღებვა, მხოლოდ წინასააღდგომოდ შეიძლება, თუმცა, როგორც etaloni.ge-ს ნატახტრის მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერის მონაზონმა, დედა მარიამ ტიკურიშვილმა უთხრა, კვერცხის შეღებვაც და პასკის გამოცხობაც აღდგომა დღიდან 40 დღის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ:

„ამაღლებამდე ყოველდღე შეიძლება გამოაცხოთ და მიირთვათ პასკაც და ასევე შეღებოთ წითელი კვერცხიც, რადგან ამ დღემდე აღდგომას ვზეიმობთ. ამაღლება დღეს მთავრდება ეს ტრადიცია და ამის შემდეგ აღარც პასკა უნდა გამოაცხოთ და აღარც კვერცხი შეღებოთ მეორე წლის აღდგომამდე. პასკას აღდგომის განცდა და მადლი აქვს. აღდგომის დღეებში დედამიწა გაჟღენთილია ამ მადლითა და სიხარულით და პასკასაც განსაკუთრებული ადგილი უკავია“.

ამაღლება ქრისტეს ზეცად ამაღლების დღეა. აღდგომის მსგავსად, მოძრავი დღესასწაულია და 2023 წელს 25 მაისს აღინიშნება.

სრული ინტერვიუ დედა მარიამთან იხილეთ აქ მითითებულ ბმულზე: „პასკა დიდ ხუთშაბათამდე უნდა გამოცხვეს“ - სააღდგომო ნუგბარის რეცეპტი მონასტრიდან


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება