სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძველი და ახალი დროის გმირები“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება 
06-04-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვითების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები,  პედაგოგთა ძალისხმევით, ქვეყნის ისტორიასა და სახელოვან წინაპრებს საინტერესო აქტივობებით, პროექტებითა თუ კომპლექსური დავალებებით ეცნობიან. 

„ძველი და ახალი დროის გმირები“ ეს იყო მორიგი საინტერესო კომპლექსური დავალების თემა, რომელზეც მოსწავლეებმა იმუშავეს. დავალება მოსწავლეებს სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა - ნონა თოდუამ შესთავაზა. 

მოსწავლეებმა კლასში საქართველოს გმირების - დავით აღმაშენებლის, გიორგი ანწუხელიძის, მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავასა და 9 აპრილს დაღუპულთა შესახებ ინფორმაციები მოიძიეს.

ასევე მათ ბიოგრაფიაზე, გმირობასა და ისტორიებზე ისაუბრეს.

მოძიებულ ინფორმაციებზე მოსწავლეებმა: ქრისტინე კეკუტიამ, მარიამ მალანიამ, მარიამ კვარაცხელიამ, ლია ნაჭყებიამ, სალომე ახალაიამ, ირაკლი ბეჭვაიამ, ნიკოლოზ თოდუამ, ლუკა ბასილაიამ, დავით თოდუამ და ნიკუშა ერქვანიამ სკოლაში პრეზენტაცია პლაკატებისა და ფოტოების სახით წარადგინეს.

„საქართველოს მტერი ვერ დააჩოქებს“ -  ამ სულისკვეთებით წარიმართა აღნიშნული გაკვეთილი.

მსგავსი კომპექსური დავალებები მოსწავლეებს ქვეყნის ისტორიას უკეთ აცნობს და საჭირო ცოდნას სძენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება