| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, მოსწავლეები მსოფლიოს უდიდეს გარემოსდაცვით მოძრაობას - „დედამიწის საათს“ შეუერთდნენ.
28 მარტს, სკოლაში ამ გარემოსდაცვითი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გეოგრაფიის მასწავლებელმა, პროფესორმა - ნანა ბერძენიშვილმა ჩაატარა ინტერაქტიული ლექცია, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეებისათვის კლიმატური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლა იყო.
ნანა ბერძენიშვილმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ „დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს სიდნეიში გაიმართა. რის შემდეგაც მსოფლიოს გარემოსდაცვით ყველაზე მასშტაბურ მოძრაობად გადაიქცა. „ჩააქრე სინათლე ერთი საათით“, „აჩუქე დედამიწას მხოლოდ ერთი საათი“, „დედამიწის საათი“... ეს ღონისძიებები მთელ მსოფლიოში იმართება. კამპანია „ერთი საათის ფარგლებს“ უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას