სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „მილენიუმში“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ კვირეული მოაწყო
29-03-2023
-
+


რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ სასწავლო გარემო მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულია, მასწავლებლები მათი განვითარებისთვის არაერთ აქტივობას მართავენ, შესაბამისად, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესოა. 

სკოლაში კათედრათა კვირეულები ყოველწლიურად ტარდება, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან. წელს კი აღნიშნული კვირეული ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ გახსნა, ის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ დღეს, საჭადრაკო ტურნირი გაიმართა, გამოვლინდნენ ფინალისტები. გარდა ამისა, კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში ჩატარდა.

მეორე დღეს გაიმართა კონკურსი - „ტვინების იერიში“, რომელშიც მე-10 კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს და სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს. დიდი შესვენების დროს კი სახალისო აქტივობაში მასწავლებლებიც ჩაერთნენ, მოუწიათ კითხვებზე პასუხის გაცემა და წყლის შესახებ ინფორმაციის გახსენება.

მესამე დღეს სკოლის დერეფანში მოეწყო გამოფენა: პირობითი ნიშნები. დაწყებითი კლასის მოსწავლეები, საგზაო ნიშნების პრაქტიკული გამოყენების შესასწავლად, დერეფანში სკუტერებით გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, საინფორმაციო გაკვეთილი - როგორ დაფრინავს დირიჟაბლი, ჩატარდა. შესვენებების დროს კი მასწავლებლებისთვისაც კონკურსი - აბა, გამოიცანი, გაიმართა. მათ საგზაო ნიშნების ამოცნობა დაევალათ და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

კვირეულის მეოთხე დღეს ჭადრაკის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა და გამარჯვებულიც გამოვლინდა.

მეხუთე დღეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია „გალაქტიკა” წარადგინეს. მოსწავლეებმა მშრალი ყინულით ხელოვნური კვამლი შექმნეს. თაფლისა და მშრალი ყინულის გამოყენებით გააკეთეს “მამალოები”. ასევე, მშრალი ყინულისა და თბილი წყლის გამოყენებით გაბერეს ბუშტები.

კვირეული გრანდიოზულად დაიხურა, საზეიმოდ გაიჭრა ტორტი. ყველა მონაწილე სიგელით დაჯილდოვდა. ჭადრაკის ჩემპიონატში და ვიქტორინაში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა კი საჩუქრები მიიღეს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება