სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

პიროტექნიკის გაყიდვა შესაძლოა, სრულად აიკრძალოს - დეტალები 
28-03-2023
-
+


საქართველოში შესაძლოა პიროქტექნიკის გაყიდვა სრულად აიკრძალოს -  „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტარები: ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი.

კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას; გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.

 ინიციატორები განმარტავენ, რომ მსგავსი საგამონაკლისო შემთხვევა შეიძლება იყოს მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღება და მსგავსი მნიშვნელოვანი მოვლენები.

„კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად - 1000 და 5000 ლარით. პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით.

როგორც ისინი განმარტავენ, დღეს ადამიანები პიროტექნიკას უკონტროლოდ, გართობის მიზნით იყენებენ, რასაც ხშირად მათი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დაზიანება მოსდევს. ასევე, ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს და უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურიც.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ინიციატორებისთვის მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, მარტო 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, კანონპროექტის მომზადებამდე ინიციატორებმა შეისწავლეს დღეს არსებული რეგულაციების აღსრულების მდგომარეობა, მათ შორის არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვის საკითხი, ხოლო პრაქტიკაზე დაკვირვებამ და ოფიციალური უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევამ აჩვენა, რომ არსებული რეგულაციები პრაქტიკულად არ სრულდება“, -აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.

მათივე თქმით, კონსულტაციები გაიარეს გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და შეისწავლეს სხვადასხვა სახელმწიფოების პრაქტიკა პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატები განმარტავენ, კანონპროექტს საფუძვლად ასევე დაედო პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება