სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„იყავი ადამიანი, იყავი მშრომელი, ემსახურე სიმართლეს“ - ზემო ახალშენის საჯარო სკოლის პედაგოგ ასლი დიასამიძის სამი მთავარი რჩევა მოსწავლეებს
23-03-2023
-
+


მოსწავლეები დირექტორებსა და პედაგოგებს ხშირად მხოლოდ ისეთებად აღიქვამენ, როგორადაც სკოლაში ხედავენ. თუმცა, როგორც ყველას, მათაც აქვთ ის განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. საინტერესოა, სინამდვილეში როგორები არიან მოსწავლეებისთვის სამაგალითო ადამიანები, როგორი იყო მათთვის სკოლის პირველი დღე და რაზე ოცნებობენ?

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება.

ხანდახან უფროსებს გვავიწყდება როგორი ვიყავით წლების წინ, თუმცა მომავალ თაობებთან ურთიერთობისას, თუნდაც მათი პატარ-პატარა ოინების შემყურეებს სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, რომლებიც დღეს განათლების უანგარო სამსახურში, რიგით ჯარისკაცებად დგანან, ოდესღაც თავად იყვნენ ბავშვები.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ზემო ახალშენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ასლი დიასამიძემ შეავსო.

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა?

- მოსწავლე ასლი დიასამიძე პატარა მოცუცქული ბავშვი, ალბათ, დიდი ბაფთით (ბაფთებით) თავზე, რადგან საკმაოდ გრძელი თმა მქონდა. ემოციებით, ტირილამდე მისული. მასწავლებელი მე-3 კლასამდე არ მეგონა ჩვეულებრივი ადამიანი, რადგან ჭამის დროს დავინახე თავის სახლში და გამიკვირდა.

პედაგოგობა არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება, შესაბამისად არც სკოლა მიტაცებდა, მოხდა ისე, რომ აღმოვჩნდი სკოლაში, მეგონა დროებით, ალბათ ერთი წელი თუ გავძლებდი, მაგრამ იმ დონეზე მყვარებია ბავშვი, ადამიანი ვეღარც წარმომიდგენია ასლი ( ჩემი სახელია) სხვა ამპულში.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- კონსტანტინე გამსახურდია.

- თქვენი საყვარელი წიგნი;

- „დონ-კიხოტი“.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ჩემი დაწყებითი კლასის მასწავლებელი თამარ დანელია იმიტომ რომ ქალღმერთი მეგონა, მეორეც ჩემთვის ყველა მასწავლებელი თბილი იყო.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- ექიმი მინდოდა ვყოფილიყავი, ფიზიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას უფრო ამიტომაც ვსწავლობდი, მაგრამ დრო იყო ისეთი,მშობლებს გაუჭირდათ, უფრო ვერ წარმოედგინათ ჩემი სხვა ქალაქში გაშვება.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- მჭირდებოდა საბუნებისმეტყველო საგნები ინსტიტუტისთვის ასე ვთვლიდი, მაგრამ ეტყობა ქართული მიყვარდა, რადგან, როცა არჩევანზე მიდგა საქმე, პედაგოგიური განხრით, მეორედ ეს ავირჩიე.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

1. იყავი ადამიანი, ყოველივე ღირებულს ემსახურე;

2. იყავი მშრომელი;

3. ემსახურე სიმართლეს.


- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- ჩინეთში, ეგვიპტეში, რომში... ყველა ასეთ ძველ და დიდებულ ქვეყნებს სიამოვნებით მოვინახულებდი.

 

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- ძნელია თავზე საუბარი. მგონი ვარ სამართლიანი. მიყვარს ადამიანები,მახარებს ყველაფერი სასიკეთო.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- ახალი წელი - ახალი იმედებია.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- საქართველოს ძველი დიდების მშვიდობიან, სამართლიან, თავისუფალ სამყაროში ცხოვრებას.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- რას  არ ?!

- რაზე ოცნებობთ?

- ვოცნებობ ყველას თანასწორუფლებიანობას .გენდერულ თავისუფლებას პირად ფინანსურ დამოუკიდებლობას.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება