სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

7 მთავარი ცვლილება სქემაში - პუნქტობრივი განმარტებები მასწავლებლის სახლისგან
13-03-2023
-
+


მასწავლებელთა კარიეული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა. მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც პედაგოგთა მაქსიმალური ჩართულობით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებას გულისხმობს.

მასწავლებელთა სქემაში ცვლილება შევიდა - პრაქტიკული საქმიანობა პორტფოლიოთი შეფასდება

გთავაზობთ პუნქტობრივ განმარტებებს 7 მთავარ ცვლილებას, რომელიც ყველა პედგოგს შეეხება.

მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისთვის სქემაში განსხვავებული პირობები განისაზღვრა. კერძოდ:

  •  წამყვანი/მენტორის სტატუსის მინიჭება მოხდება უნარების გამოცდის შედეგებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;
  •  უფროსს, რომელმაც უნარების გამოცდაში გადალახა მენტორის სტატუსის მისაღებად დაწესებული ზღვარი, საშუალება ეძლევა, პორტფოლიოს შეფასება წარმოადგინოს ან წამყვანობაზე ან მენტორობაზე;
  •  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც უფროსის სტატუსი მოპოვებული აქვთ მინიმუმ 7 კრედიტზე დადასტურებული საგნის გამოცდით, ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორობით, თავისუფლდებიან სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდისგან და მხოლოდ პორტფოლიოს საფუძველზე შეფასდებიან.
სიახლეები შეეხო აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებს. ცვლილებები მოიცავს სხვადასხვა საკითხს – მასწავლებლები, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს 10 კრედიტზე, მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, მასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე და სხვა.

წამყვანი და მენტორი სპეცმასწავლებლის სტატუსის მისაღებად  პედაგოგებმა პორტფოლიოსთან ერთად კომპლექსური შეფასება უნდა გაიარონ 

მნიშვნელოვანი სიახლეებია სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად:
  •  სპეციალური მასწავლებლის სტატუსების ჩამონათვალს დაემატა მენტორის სტატუსი;
  •  შეიცვალა წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების გზები – სტატუსის მოპოვება შესაძლებელი ხდება სპეციალური მასწავლებლობის მსურველების პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;
  •  წამყვანის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა გაიმართება 2023 წელს, ხოლო მენტორის – 2024 წლიდან დაიწყება.
  • სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების, მრავლობითი დარღვევების, სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეებთან, გაივლიან სპეციალურ სასერტიფიკატო კურსს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრა

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება