სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მინისტრმა სკოლას სამშობლოსთვის დაღუპული გმირის სახელი მიანიჭა - დეტალები
07-02-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა, ბრძანებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლას სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის – ჯემალ გაბულდანის სახელი მიანიჭა.

etaloni.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დეტალების გასაგებად სკოლის დირექტორ მერი ჟორჟოლიანს დაუკავშირდა:

„ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სკოლა გმირის -  ჯემალ გაბულდანის სახელობის გახდა. ის ჩვენთვის და მოსწავლეთათვის ავტორიტეტია. ჩვენი სოფლის ბავშვებმა დაღუპული გმირის შესახებ არ იცოდნენ. სკოლაში საყოველთაო შეკრება მოვაწყვეთ, სადაც განვიხილეთ რომ სკოლა მისი სახელობის უნდა გამხდარიყო. სწორედ ამის შემდგომ შეიტყო მთელმა ახალგაზრდობამ დაღუპული გმირის შესახებ. ბავშვები მის ავტობიოგრაფიას გაეცვნენ. გაკვეთილზე, რომ შევდიოდით მოსწავლეები ამბობდნენ ჩვენ მასავით უნდა აღვიზარდოთ. მასავით უნდა ვიყოთ. დღეს ამ სიახლით ისეთი ამაყები ვართ, ახალგაზრდა ბიჭმა ასე შესწირა თავი სამშობლოს და მისი სახელი ჰქვია ჩვენს სკოლას. მომავალი თაობა მის მაგალითზე ქვეყნის სიყვარულს ისწავლის“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა, მერი ჟორჟოლიანმა.

აღსანიშნავია, რომ ჯემალ გაბულდანი დაიბადა 1965 წლის 6 ნოემბერს მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1992 წლის 5 ოქტომბერს განთიადში ბრძოლისას სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა 27 წლის ახალგაზრდა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება