სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლეებს ინგლისური ენის გაკვეთილები „ჰაუსების სისტემით“ უტარდებათ
03-02-2023
-
+


ბათუმის ელიტური სკოლა „გორდა“, მიმართულია ისეთი საგაკვეთილო პროცესის წარმართვისკენ, რომელიც მოსწავლეებისთვის იქნება ინოვაციური და საინტერესო, ყოველივე ეს ბავშვებში აღძრავს ინტერესს.

სკოლაში მე-6ა და მე-6ბ კლასებს, 2018 წლიდან, ინგლისურის გაკვეთილები უტარდებათ ე.წ ჰაუსების სისტემით, თითოეული კლასის მოსწავლეები დაყოფილები არიან სამ ჰაუსად: „კემბრიჯი“, „ოქსფორდი“ და „ჰარვარდი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყოველი სემესტრის ბოლოს მოსწავლეების მიერ შეგროვებული ქულების მიხედვით, თითოეულ კლასში ვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები, გამარჯვებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სიგელებით. სიგელები, ასევე, გადაეცემათ ისეთ ნომინაციებში, როგორიცა „ჰაუსის“ საუკეთესო მოსწავლე, კრეატიული მოსწავლე, თანამშრომლობითი, პასუხისმგებლიანი მოსწავლე და ა.შ.

პირველი სემესტრის ბოლოს მე-6ა კლასში გაიმარჯვა „ჰარვარდის“ გუნდმა, ხოლო მე-6ბ კლასში „ოქსფორდის“ გუნდმა.

დეკემბრის ბოლოს, ბავშვების ინიციატივით, ჩატარდა შეჯიბრი ორ კლასს შორის, საუკეთესო „ჰაუსისა“ და გამარჯვებული კლასის გამოვლენის მიზნით.

შეჯიბრისთვის შირჩა ცნობილი ამერიკული თამაში „Jeopardy Game”, რომელიც ბავშვებს უქმნის მოტივაციას და განწყობას, საინტერესო კითხვებითა და აქტივობებით.

ქულათა ჯამის მიხედვით გაიმარჯვა მე-6ბ კლასის „ოქსფორდის ჰაუსმა“.

სკოლის დირექტორმა მე-6ბ კლასს გადასცა სერტიფიკატები.

ასევე აღსანიშნავია, რომ  წელს პირველად, მე-4ბ კლასიც გადავიდა „ჰაუსების“ სისტემაზე. სემესტრის განმავლობაში მოგროვებული ქულების მიხედვით, წლის გამარჯვებულ „ჰაუსად“ გამოვლინდა „ოქსფორდი“ და სემესტრის ბოლოს შეჯიბრის მიხედვით გამარჯვებული „ჰაუსი“ გახდა „კემბრიჯი“.

ბოლოს ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა ქტიურობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება