სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც მოსწავლეებსა და სკოლაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს“- რაულ გულბანი, კალის საჯარო სკოლის დირექტორი
03-02-2023
-
+


რაულ გულბანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული დირექტორია, რომლისთვისაც მოსწავლეთა წარმატებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია. მისთვის დირექტორობა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. სწორედ, საქმის სიყვარული და სასკოლო საზოგადოებაზე ზრუნვა აქცევს მას წარმატებულ და ყველასთვის საყვარელ ლიდერად. etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ რაულ გულბანთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც....
- მოსწავლეებსა და სკოლაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს და მათი წარმატებებისთვის თავდაუზოგავად მზრუნველ დირექტორს.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- რომ არა სკოლის დირექტორი, ამავე სკოლაში რიგითი მასწავლებელი ვიქნებოდი და ბევრად უფრო მეტ დროს დავუთმობდი მოსწავლეებში ცხოველებისა და ფრინველებისადმი სიყვარულის ჩანერგვის საკითხებს.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- ჩემმა პროფესიამ მოთმინების და პატიების დიდი უნარი შემძინა და ადამიანებისთვის განუხრელად სიკეთის კეთების თვისება კიდევ უფრო განმივითარა.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ჩემს ასაკში სანიმუშო და სამაგალითო ბევრი დირექტორი ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან მახსოვს, შემდეგ თანამშრომლობამ დამანახა საოცარი პასუხისმგებლობით აღსავსე დირექტორები, რომლებიც ძალიან ბევრი არიან... იმდენად კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, ცალკე რომელიმეს ვერ გამოვყოფ. ყველას მადლობას ვეუბნები, რადგან როგორც ძველი, ასევე ახალბედა დირექტორებისგან, ასე მგონია, ბევრ რამეს ჯერ კიდევ ვსწავლობ.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- თვით დირექტორობა მიმაჩნია გამოცდილებად, რომელმაც სასიკეთოდ შემცვალა... ერთია, როცა კლასს და მოსწავლეთა მშობლებს იცნობ, სულ სხვა, როცა მთელი სკოლის მოსწავლეებზე, მათ მშობლებზე, პედაგოგიურ კოლექტივზე ხარ პასუხისმგებელი და ასევე განათლების სისტემის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა გევალება და ცდილობ ისე აკეთო ყველაფერი, რომ თავი არ შეირცხვინო... აქ სულ სხვა განსხვავებული თვისებებია საჭირო, რომელიც დრომ, წლების მანძილზე თანამშრომლობამ მომცა.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- „ძვირფასებო!“

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- რატომ დავუსვამდი, ხშირად ირონიულად ვეკითხები: ბატონო რაულ, ხომ არ მოვიდა დრო, მიხედოთ გადაღლილ გულს და დაისვენოთ?

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება