სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

ინოვატორი, ოპტიმისტი, იდეალისტი - ბლიცინტერვიუ ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექტორ ნელი შავრეშიანთან
03-02-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი შავრეშიანი მიზანდასახული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამორჩეული პიროვნებაა. ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებას უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო შეუქმნას. მას მიაჩნია, რომ სამაგალითო დირექტორს პროფესია უანგაროდ უნდა უყვარდეს და მუდმივად ზრუნავდეს სკოლის კეთილდღეობაზე.

etaloni.ge გთავაზობთ ბლიცინტერვიუს დირექტორ ნელი შავრეშიანთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...

- საკუთარი თავის წარდგენა საკმაოდ რთულია და ამაზე არ მიფიქრია, თუმცა, როგორც დირექტორი ვარ ახალი, რომელსაც აკისრია დიდი ვალდებულებები, რათა შექმნას უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო. ვარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, მიზანდასახული, ახალი იდეების და ცვლილებების მიმღები, ასევე ვარ გულმოწყალე და საჭირო დროს მკაცრიც.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- ვიქნებოდი პედაგოგი, როგორიც ჩვენ ქვეყანას სჭირდება.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- ვიყო კარგი მსმენელი, ინოვატორი, ოპტიმისტი, იდეალისტი, მომთმენი და ამტანი.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- სამაგალითოა ის, ვისაც უანგაროდ უყვარს თავისი პროფესია, ზრუნავს სკოლის კეთილდღეობაზე, ვისთვისაც დირექტორობა მოვალეობაზე მეტია.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- ვარ მიმნდობი ადამიანების მიმართ და გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოვიჩინო.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- „გაიღიმე ყველაფერი კარგად იქნება“.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- შევძლებ ყველა ლამაზი ჩანაფიქრის ასრულებას?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება