| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრა იმ სტუდენტების წახალისება, ვისაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გავლილი აქვს ყველა სალექციო კურსი და მოპოვებული აქვს მინიმუმ 90 ქულა.
დოკუმენტის თანახმად, სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და დამთავრებული აქვს საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა;
გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
დ) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გავლილი აქვს ყველა სალექციო კურსი და მოპოვებული აქვს არანაკლებ 90 ქულა;
ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
სტიპენდიის მისაღებად კი სტუდენტმა უნდა წარადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საბანკო რეკვიზიტები; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი ერთ სასწავლო წელს გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; დ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის-ატესტატის ასლი.
„სტიპენდიის ოდენობა, ერთ წარმატებულ სტუდენტზე, რომელსაც ერთ სასწავლო წელს მოპოვებული აქვს 90-იდან 95 ქულამდე, შეადგენს 500 ლარს, ხოლო სტუდენტზე, რომელსაც ერთ სასწავლო წელს მოპოვებული აქვს 95-იდან 100 ქულამდე, შეადგენს 700 ლარს.
წარმატებულ სტუდენტზე სტიპენდია გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა