| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლის - ნიკა ნაკაიძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
ნიკა ნაკაიძემ სათხილამურო სპორტში მუნიციპალიტეტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა.
მუნიციპალიტეტის პირველობა სათხილამურო სპორტში კურორტ გომარდულზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა, სადაც ბარათაულის, გომარდულის, ოლადაურისა და მაწყვალთის გუნდები ასპარეზობდნენ. შეჯიბრს ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და სხვა მერიის თანამშრომლები.
გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით, მედლობითა და თასებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულთა შორის არის მაწყვალთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნიკა ნაკაიძე. პატარა მოთხილამურეს მედალი, თასი და სიგელი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ბავშვები ნერგებს თავადვე მოუვლიან, გაზრდა-გახარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას
„ვულოცავთ მოსწავლეთა გუნდს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის!“
უმშვენიერეს სანახაობას მშობლები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი