სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

სკოლებსა და ბაღებში ჩუტყვავილა დაფიქსირდა - ვინ უნდა გადავიდეს იზოლაციაში? - ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციები
18-01-2023
-
+


სკოლებსა და ბაღებში, ბოლო პერიოდში, ჩუტყვავილის შემთხვევებმა იმატა. უნდა დაიხუროს თუ არა ჯგუფი ინფექციის გავრცელებისას და რა რეკომენდაციები უნდა შეასრულონ სააღმზრდელო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა - etaloni.ge-ს თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ციცო დილებაშვილი ესაუბრება:

„ჩუტყვავილის შემთხვევებმა ნამდვილად მოიმატა ისევე, როგორც რესპირაციულმა ვირუსებმა... სეზონია ასეთი. ინფექციის დაფიქსირებისას, უნდა მოგვმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს; ერთი შემთხვევისას, სკოლის ექიმი, ექთანი, დირექტორი, პედაგოგი... აფრთხილებს მშობლებს, დააკვირდნენ ბავშვებს, პირველ რიგში კი უნდა გაარკვიონ, გადატანილი აქვს თუ არა ჩუტყვავილა.

თუ ინფექცია გადატანილი აქვს ბავშვს, არავითარ შემთხვევაში არ ეკუთვნის იზოლაციაში ყოფნა. ამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში ხდება იმ კონტაქტებზე დაკვირვება, ვისაც ჩუტყვავილა არასოდეს ჰქონია - თუ ამ პერიოდში, 1 შემთვევაში მაინც გამოვლინდა თავის, ყელის ტკივილი, სისუსტე და შემდეგ გამონაყარი, ეს ნიშნავს რომ გავრცელება დაიწყო და ყველა პირი, ვისაც ინფექცია აქამდე არ შეხვედრია, რჩება სახლში, სკოლასა და ბაღში კი მხოლოდ ისინი დადიან, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვს“.

ციცო დილებაშვილმა ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციაზეც, რომელიც გეგმურ კალენდარში არ შედის და მხოლოდ კომერციულად შეიძლება ჩატარდეს:

„ძალიან კარგი აცრაა, რადგან ის გართულებები, რომელთაც ჩუტყვავილა ტოვებს, სწორედ აცრით შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან“.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ბაღებისა და სკოლების წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის ინფექციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სივრცე ხშირად განიავდეს:

„1 წუთით განიავებაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს, ასე რომ, სასურველია, სკოლასა და ბაღში სივრცეები ხშირად გავანიავოთ: კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირებისას, სკოლებსა და ბაღებში დადიან მხოლოდ ისინი, ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია, ხოლო დანარჩენები რჩებიან სახლში“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება