| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლეებმა ძველი, 2022 წელი ღონისძიებით გააცილეს და ახალს საზეიმოდ შეეგებნენ.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და ბავშვებს მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა შესთავაზეს.
მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ, მათ ახალი წელი მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს და როგორც ერთმანეთს ისე მთელ სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს.
„სხივში“ ძველ წელს დავემშვიდობეთ და ახალი წლის შესაგებებლად განწყობაც ავიმაღლეთ... ეს იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთი დიდი ჟრიამულის ამბავი. ყველანი ერთად ვიქეცით ბავშვებად და ერთმანეთი მხიარულ შეჯიბრებაშიც გამოვიწვიეთ... მოსწავლეებმა გვაჯობეს, აშკარად უფრო აქტიურები და თამამები აღმოჩდნენ.
იყო ბევრი სიმღერა, ცეკვა, ხუმრობა... და რაც მთავარია,იყო ერთად ყოფნის საოცარი განცდა...
ბედნიერი წელი ყველას!“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ