TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

თოვლის ბაბუის დირექტორებსაც „სჯერათ“ - სკოლის ხელმძღვანელების საახალწლო სურვილები
16-12-2022
-
+


ახალი წელი სურვილების ასრულებისა და საუკეთესო მოლოდინების დღესასწაულია, რომელსაც მოუთმენლად ელის ყველა. etaloni.ge-მ გადაწყვიტა, სკოლის დირექტორებისთვის მიემართა კითხვით - რას თხოვდით თოვლის ბაბუას? - მათ გულახდილად გაგვიზიარეს თავისი სურვილები და იმედოვნებენ, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მართლაც ახდება ოცნებები.

ინეზა ციხიშვილი - თიანეთის მუნიციპალიტეტის, ჟებოტის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვისურვებდი იყოს  მშვიდობა, სიყვარული და ურთიერთგაგება. მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, მსურს, ჩემი მოსწავლეები იყვნენ წარმატებულები, ჰქონდეთ უფრო მეტი მოტივაცია და გააუმჯობესონ აკადემიური მოსწრება.

ლონგილოზ თოდუა -  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, თაიას საჯარო სკოლის დირექტორი:

სამწუხაროდ ჩვენი სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს, გამომდინარე აქედან, თოვლის ბაბუას „ვთხოვდი“, ახალი სკოლის მშენებლობას და დიდი იმედი გვაქვს მომავალი წლისთვის ეს სურვილი აგვიხდება.

ქეთევან ჩოქური - თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი:

სრულიად საქართველოს ვუსურვებდი მშვიდობას და ჯანმრთელობას,  სასკოლო საზოგადობას კი, წინსვლასა და წარმატებას. ჩემს ერთ სურვილს, რაც შეეხება, ჩვენი სკოლისთვის თოვლის ბაბუას ვთხოვდი განათების დამატებას.


მაკა ჯინჭარაძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭყვიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც სკოლის დირექტორი, ვისურვებდი, სკოლაში გვქონდეს  სასიამოვნო სასწავლო გარემო,  იყოს მოწესრიგებული მატერიალური და ტექნიკური ბაზები, რაც მთავარია, გვქონდეს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო მოსწავლეებისთვის. ვისურვებდი, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს ეკონომიკურად კარგი მდგომარეობა, რათა ბავშვის ერთადერთ საზრუნავს განათლება წარმოადგენდეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება