სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ მოსწავლეთა მონაწილეობა სკოლებზეც დადებითად აისახება - თბილისში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა
08-12-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

7 დეკემბერს კონკურსის პირველი ეტაპი თბილისის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე თბილისის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 9დეკემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

კონკურსის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ თბილისის სკოლების დირექტორები გვესაუბრნენ. 

ირმა ომანაძე, თბილისის N166 საჯარო სკოლის დირექტორი:


„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის და ეს ყველაფერი ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის დამსახურებაა. ზოგადი განათლების მიმართულებით, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. შინაარსობრივი კუთხითაც ისეა აგებული, რომ ყველასათვის საინტერესო და მისაღებია. 

ნანა ღაჭავა, თბილისის N120 საჯარო სკოლის დირექტორი:

არაფრორმალური განათლების კუთხით საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ვთვლი, რომ  მოსწავლეებმა მსგავს პროექტებსა და კონკურსებში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან, იღებენ გამოცდილებას, ცოდნის რეალიზებას ახდენენ და ვითარდებიან. საჭიროა, რომ უფრო მეტი მოსწავლე იყოს დაინტერესებული.

ნატო გოჩალეიშვილი, თბილისის N192 საჯარო სკოლის დირექტორი:

ის ღონისძიებები, სადაც შესაძლებელია გონების გავარჯიშება, რა თქმა უნდა, მისაღები და მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სკოლებმა უნდა შევცვალოთ ტაქტიკა და დავხვეწოთ მიდგომები, რათა მოსწავლეები უფრო მოტივირებულები გახდნენ და დამოუკიდებლად შეძლონ პროექტში ჩართვა. ეს ყოველივე კი დადებითად აისახება სკოლაზეც. 

თენგიზ გულორდავა, თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი: 

განათლების სისტემში, „ეტალონი“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც, მოსწავლეებს თავის გამოვლენის საშუალებას აძლევს. იგი ასევე სასარგებლო და ბევრისმომცემია სხვადასხვა კუთხით. მსგავსი პროექტები მოსწავლეებს ეხმარება დამოუკიდებლად გამოავლინონ ის ცოდნა, რომელიც სკოლაში მიიღეს. ყველა მოსწავლეს ვურჩევ, რომ „ეტალონში“ და მის მსგავს პროექტებში მონაწილეობა აუცილებლად მიიღონ, ეს გამოცდილება მათ აუცილებლად გამოადგებათ სამომავლოდ.

გალაქტიონ მინდიაშვილი, თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მსგავსი პროექტები და კონკურსები, ჩვენი მოსწავლეებისათვის ძალზედ საჭირო და სასარგებლოა. მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებიც ვერთვებით ამ  აქტივობებში. ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი მოსწავლე დაინტერესდეს „ეტალონით“ და წარმატებასაც მიაღწიოს. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება