სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო დადიანის სასახლის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
08-12-2022
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესი აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

ისინი ზუგდიდში, ნიკო დადიანის სასახლეს ესტუმრნენ და საგანმანათლებლო პროგრამაში - Papier-mâché მონაწილეობდნენ, რაც ფრანგულად „დაკუჭულ ქაღალდს“ ნიშნავს. 

მოსწავლეები „პაპიე მაშეს“ ხელოვნებას გაეცნენ, პრაქტიკული სამუშაო შეასრულეს, დაამზადეს თოჯინები, რომლებიც შემდეგ სამახსოვროდ წამოიღეს. ისინი აქტივობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

გარდა ამისა, მოსწავლეებს ეკოლოგიასა და ბუნების დაცვაზე პრეზენტაცია ჩაუტარდათ. ნაჩვენები იყო ანიმაციური ფილმი, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა ნარჩენების ხელახალ გამოყენებაზე, მათი გადამუშავების მნიშვნელობასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შემდეგ მათ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს. აქტივობის ხელმძღვანელი შორენა კუჭუხიძეა.

„Papier-mâché - ეს ხელსაქმე ქაღალდით ძერწვის ხელოვნებაა. ის საფრანგეთში თოჯინების წარმოების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. დღეს, თანამედროვე მსოფლიოში „პაპიე მაშე” დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოიყენება როგორც არტ-თერაპიის ტექნიკა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება