სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს ახალ უნარ-ჩვევებს უვითარებს“- ხულოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა 
02-12-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

30 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი ხულოსა და მარნეულში მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე ხულოსა და მარნეულის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 25 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

კონკურსის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ ხულოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები გვესაუბრნენ. 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანის საჯარო სკოლის დირექტორი ენისე აბაშიძე:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და „ეტალონში“ მონაწილეობა ერთმა მოსწავლემ მიიღო. თუმცა ვთვლი, რომ ასეთი აქტივობები მოსწავლეებისთვის არათუ მნიშვნელოვანი აუცილებელია, რადგან ისინი იღმავებენ ცოდნას, წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს, ეძლევათ მოტივაცია და ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მათზე.

სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის საჯარო სკოლა არჩილ ხალვაში:

პირველი ეტაპი საკმაოდ კარგი შედეგებით გაიარეს მოსწავლეებმა, კმაყოფილები არიან, თუმცა მეორე ტურში 2 მოსწავლე გადავიდა და ვნახოთ რა შედეგს აჩვენებენ. ზოგადად „ეტალონი“ ძალიან მოსწონთ ბავშვებს და ყოველთვის აქტიურად ერთვებიან მასში. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ბორჯოდაშვილი:

„ეტალონის“ ჩემპიონატის პირველმა ეტაპმა მშვიდად ყოველგვარი ხარვეზისა და შეფერხების გარეშე ჩაიარა, მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ. „ეტალონი“ ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იმ მხრივაც არის, რომ მათ ახალ უნარ-ჩვევებს უვითარებს, მაგალითად სწრაფ აზროვნებას.


მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის დირექტორი არკადი მანუჩარიანი:

„ეტალონმა“ ძალიან კარგად ჩაიარა, მოწავლეები კმაყოფილები არიან. ამასთან, გეტყვით რომ „ეტალონი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეამოწონ და წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა და რაც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა პაკელიანი: 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირელი ეტაპი წარმატებით ჩატარდა  ქვემო სარალის საჯარო სკოლაში და მოსწავლეებსაც მოსწონთ შედეგები. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის საჯარო სკოლის დირექტორი ვუსალ ბაირამოვი: 

ძალიან კმაყოფილები ართ „ეტალონთან“ თანამშრომლობით, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, უხარიათ პროექტში მონაწილეობა და ყოველთვის სიხარულით ერთვებიან. დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთ შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობას სთავაზობთ მოსწავლეებს.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება